The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ნიკოლოზ აპოლონის ძე აბაშიძე

ნიკოლოზ აპოლონის ძე აბაშიძე
Date of birth:13 June, 1897
Date of death:28 April, 1965  (at 67 years)
Burial location:თბილისი, საბურთალოს სასაფლაო
Category:Medical Doctor

Biography

    ნიკოლოზ აბაშიძე დაიბადა 1897 წელს ხონში.

    1907–1917 წლებში სწავლობდა ხონის გიმნაზიაში, რომლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა  ვარშავის პოლიტექნიკურ ინსტიტუტის სამედიცინო ფაკულტეტზე. რევოლუციის შემდეგ სწავლა განაგრძო  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე, რომელიც 1924 წელს დაამთავრა.

    1926 წლიდან 1935 წლამდე იყო ბათუმის შავი ჭირის საწინააღმდეგო სადგურის, რკინიგზის ლაბორატორიის და პორტის კარანტინის უფროსი, აჭარის მთავარ საავადმყოფოში ლაბორატორიის და პასტერის ქვესადგურის გამგე.

    1935–1952 წლებში მუშაობდა  თბილისის ბაქტერიოფაგების ინსტიტუტში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. ნიკოლოზ აბაშიძეს წილად ხვდა 1936 წელს დაეწყო ინსტიტუტის ახალი შენობის მშენებლობა საბურთალოზე. შეადგინა ინსტიტუტის პირველი საწარმოო გეგმა, რაც შემდგომ საფუძვლად დაედო ახალი ინსტიტუტის მშენებლობას. ასევე 1949 წელს მისი მონაწილეობით მოხდა საკავშირო ჯანსახკომის სამეცნიერო საბჭოში ამ გეგმის დაცვა და დამტკიცება. 

    1941 წლიდან მუშაობდა ბაქტერიოფაგების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ საწარმოო დარგში. იყო მეორე რანგის სამხედრო ექიმი.

   1952–დან 1965 წლამდე იყო საქართველოს რესპუბლიკის სერიოლოგიური ლაბორატორიის მთავარი ექიმი.

    საწარმოო–ეპიდემიის საწინააღმდეგო მუშაობისათვის 1942 წელს დაჯილდოვდა სახელმწიფო ორდენით „საპატიო ნიშნით“, 1945 წელს მედლით „კავკასიის დაცვისათვის“, 1946 წელს მედლით „თავდადებული შრომისათვის დიდი სამამულო ომის პერიოდში 1941–1945 წწ.“

    1961 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული ექიმის წოდება. იყო მრავალი სამეცნიერო შრომისა და მონოგრაფიის ავტორი.

    ნიკოლოზ აბაშიძე გარდაიცვალა 1965 წელს თბილისში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ხონის განყოფილების ნამდვილი წევრი (1917-)

Awards and Honors

  • 1946 - მედალი „თავდადებული შრომისათვის“
    დიდი სამამულო ომის პერიოდში 1941–1945 წწ.
  • 1945 - მედალი „კავკასიის დაცვისათვის“
  • 1942 - სახელმწიფო ორდენი „საპატიო ნიშნით“
    საწარმოო–ეპიდემიის საწინააღმდეგო მუშაობისათვის
  • მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

Share: