შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
ალექსანდრა ალექსის ასული თარგამაძე![]()
ბიოგრაფიაალექსანდრა თარგამაძე დაიბადა 1875 წლის 21 ივნისს. 1885-1894 წლებში ორენბურგის ქალთა გიმნაზიაში სწავლობდა. ალექსანდრა პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა და ასწავლიდა რუსულ და გერმანულ ენებს. პედაგოგობდა ორენბურგში, ტაშკენტსა და ხონში. 1917 წლიდან გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ხონის განყოფილების ნამდვილი წევრი. ალექსანდრა თარგამაძეს მინიჭებული ჰქონდა დამსახურებული პედაგოგის ტიტული და იგი გახლდათ ვასილ თარგამაძის მეუღლე, რომელიც ასევე ამ საზოგადოების ხონის განყოფილების წევრი იყო და მეუღლესთან ერთად აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების მუშაობაში. ალექსანდრა თარგამაძე გარდაიცვალა 1953 წლის 13 თებერვალა და დაკრძალულია თბილისში. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |