The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ალექსანდრა ალექსის ასული თარგამაძე

ალექსანდრა ალექსის ასული თარგამაძე
ოფიციალური სახელი:ალექსანდრა ალექსის ასული დოლგოვა
დაბადების თარიღი:21 ივნისი, 1875
გარდაცვ. თარიღი:13 თებერვალი, 1953  (77 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

სწავლობდა ქ. ორენბურგის ქალთა გიმნაზიაში 1885-1894 წლებში. რუსული და გერმანული ენების დამსახურებული პედაგოგი. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ორენბურგში, ტაშკენტსა და ხონში. 

"ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ხონის განყოფილების ნამდვილი წევრის (1914 წლიდან) ვასილ პავლეს ძე თარგამაძის მეუღლე.


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ხონის განყოფილების ნამდვილი წევრი (1917-)

გააზიარე: