The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ილია ზოსიმეს ძე რუხაძე

ილია ზოსიმეს ძე რუხაძე
სხვა სახელი:რუ-ილ-ი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:15 ივნისი, 1882  (142 წლის)
კატეგორია:მწერალი, პედაგოგი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

   ილია რუხაძე დაიბადა 1882 წლის 15 ივნისს ქალაქ ხონში მუშის ოჯახში. დაამთავრა ხონის ორკლასიანი სასწავლებელი და 1903 წელს გორის საოსტატო სემინარია.

     ილია რუხაძე მასწავლებლად მუშაობდა სენაკში, დუშეთში, კავკავში და სხვა რაიონებში. ჯერ კიდევ მოწაფეობის დროს აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა პოლიტიკურ გამოსვლებში, რისთვისაც 1901 წელს დირექტორმა ა. სლოვინსკიმ სასწავლებლიდან გარიცხა.

    ილია რუხაძე სამწერლო ასპარეზზე 1902 წელს გამოვიდა. წერდა მოთხრობებს და თანამშრომლობდა „კვალში“, „ერთობაში“, „მერცხალში“, „ჯეჯილსა“ და სხვა პერიოდულ გამოცემებში. ხელმძღვანელობდა გაზეთ „შადრევანს“ და მოთხრობების გარდა აქვეყნებდა საზოგადოებრივი ხასიათის წერილებს. დაწერილი აქვს 40-მდე მოთხრობა და შეადგინა სახელმძღვანელო „საქართველოს გეოგრაფია“.

    1905 წელს, როგორც ხონის სოციალ-დემოკრატთა წრის ხელმძღვანელი, მონაწილეობას იღებდა ქუთაისის გუბერნიის მასწავლებელთა რევოლუციურ მოძრაობაში.

   1914 წელს ილია რუხაძე, პოლიტიკური ბრალდების გამო დააპატიმრეს და ქუთაისის ციხეში ჩასვეს.

   ილია რუხაძე გახლდათ ხონის თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი. 1898 წელს ხონის სცენაზე გამოვიდა, სადაც სხვებთან ერთად, საძირკველი ჩაუყარა ხონის სამუდამო სცენას.  ახლად შემდგარმა სცენისმოყვარეთა ჯგუფმა, ილია რუხაძის აქტიური მონაწილეობით, წარმოდგენების მართვა გააჩაღა და აირჩია გამგეობა, რომელმაც მოიწვია რეჟისორი ნიკოლოზ გვარაძე და წარმოდგენების მართვას სისტემატური ხასიათი მისცა. რუხაძე მუშაობდა როგორც სცენისმოყვარე მსახიობი და გამგეობის წევრი, ასევე თეატრთან დაკავშირებული ყოველგვარი საქმიანობის თავგამოდებული შემსრულებელი, რაჟდენ წივწივაძესთან ერთად, სათავეში ედგა თეატრს და კვირაში რამდენიმე წარმოდგენას მართავდა. იწვევდა ახალ-ახალ ცნობილ რეჟისორებსა და სცენისმოყვარეთა ახალ ძალებს.

   ილია რუხაძემ აქტიური მონაწილეობა მიიღო ხონის დრამატული საზოგადოების შედგენაში. თეატრის საქმე იმდენად დაწინაურდა, რომ სამი წლის განმავლობაში 135 წარმოდგენა გაიმართა და გადაიხადეს თეატრის არსებობის საიუბილეო 10 წლისთავი. ილია რუხაძე 20 წლის განმავლობაში ემსახურებოდა ხონის თეატრს.

   ილია რუხაძის გარდაცვალების თარიღი უცნობია.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ხონის განყოფილების ნამდვილი წევრი (1918-)

გააზიარე: