The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



იოანე სერაპიონის ძე ქავჟარაძე

იოანე სერაპიონის ძე ქავჟარაძე
დაბადების თარიღი:1865
გარდაცვ. თარიღი:25 დეკემბერი, 1926  (61 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, კუკიის წმინდა ნინოს ეკლესიის სასაფლაო
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

   იოანე ქავჟარაძე დაიბადა 1865 წელს დიაკვნის ოჯახში.

   1887 წელს თბილისის სასულიერო სემინარია დაამთავრა, 1888 წელს სოხუმის ეპისკოპოსმა გენადიმ (პავლინსკი) დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის დეკემბერში მღვდლად დაასხა ხელი და სოხუმის ეპარქიაში მეორე საბერიოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაინიშნა.

   1888-1890 წლებში საბერიოს სკოლაში საღვთო სჯულს ასწავლიდა.

   1890 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.

    1890 წელს მე-2 ოქუმის სამრევლოს წინამძღვრად დაინიშნა და 1890-1898 წლებში ოქუმის ორკლასიანი სკოლაში პედაგოგად მუშაობდა.

   1889-1896 წლებში სამურზაყანოს სამრევლო-საეკლესიო სკოლების მეთვალყურის თანაშემწედ დაინიშნა. ასევე ასწავლიდა ოქუმის ორკლასიან ვაჟთა და ერთკლასიან ქალთა სკოლაში.

   1892-1896 წლებში სოხუმის ოლქის საზოგადოების სკოლების მეთვალყურედ დაინიშნა.

   1896 წლის აღდგომას სკუფია უბოძეს.

   1896-1905 წლის 1 სექტემებრს სოხუმის ოლქის სამრევლო-საეკლესიო სკოლების მეთვალყურედ დაინიშნა და პარალელურად ოქუმის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში საღვთო სჯულს ასწავლიდა.

    1898 წელს მღვდელი იოანე სოხუმის ეპარქიის მე-4 ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა და მასვე დაევალა ოქუმის ეპარქიალური სასწავლებლის ზედამხედველობაც.

   1899 წელს ქართული ბიბლიით დაჯილდოვდა.

   1903 წელს კამილავკა ეწყალობა. 1905 წელს გუდაუთის სამრევლოში განამწესეს და მე-5 ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. ასევე დაინიშნა გუდაუთის ორკლასიანი სკოლის გამგედ და გუდაუთის სამინისტრო საქალაქო სკოლის საღვთოს სჯულის პედაგოგად.

   1907 წელს გამგეობიდან გათავისუფლდა და მხოლოდ პედაგოგიურ მოღვაწეობას დაჯერდა.

   1908 წელს მთავარხუცესის პოსტიდანაც გათავისუფლდა.

   1912 წელს მღვდელი იოანე აღმოსავლეთ საქართველოში გადაიყვანეს და ვანათის სამრევლოში დაინიშნა. 1912-1913 წლებში ვანათის ორკლასიან სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.

   1913 წელს ზემო ავჭალის წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში დაადგინეს და 1913-1914 წლებში ავჭალის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში საღვთო სჯულს ასწავლიდა. 1914 წელს ზემო ავჭალის გამოსასწორებელ კოლონიაში არსებულ ბავშვთა სკოლაში ასწავლიდა.

   1914 წლიდან მამა იოანე თბილისის საქალაქო წყალგაყვანილობის სკოლაში საღვთოს სჯულის პედაგოგად დაინიშნა და 1915 წელს, დეკანოზ ზაქარია გრძელიშვილის ავადმყოფობის გამო, დროებით, თბილისის მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

    1915 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1916 წელს თბილისის სანთლის ქარხანაში საქმის მწარმოებლად განამწესეს და იმავე წელს რკინიგზის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მეორე მღვდლად დაინიშნა.

   1916 წელს ხარფუხის წმინდა ნიკოლოზის ბერძნული ტაძრის წინამძღვრად გადაიყვანეს, სადაც სიკვდილამდე მსახურობდა.

   მამა იოანეს ჰყავდა მეუღლე მარიამ გიორგის ასული და შვილები: ზაქარია, გიორგი და ქეთევანი.

    დეკანოზი იოანე გარდაიცვალა 1926 წლის 25 დეკემბერს და დაკრძალულია კუკიის წმინდა ნინოს ეკლესიის სასაფლაოზე. . 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1915 - სამკერდე ოქროს ჯვარი

გააზიარე: