The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



რაფიელ (რაფო) ალექსანდრეს ძე ჩიხლაძე

რაფიელ (რაფო) ალექსანდრეს ძე ჩიხლაძე
ოფიციალური სახელი:ეფრემ ალექსანდრეს (ალექსის) ძე ჩიხლაძე
სხვა სახელი:ალექსიძე  (ფსევდონიმი)
იოსები  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1877
გარდაცვ. თარიღი:27 აპრილი, 1919  (42 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, კუკიის სასაფლაო
კატეგორია:დამფუძნებელი წევრი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

     რაფიელ ჩიხლაძე დაიბადა 1877 წელს შორაპნის მაზრის სოფელ ცხრაწყაროში. წერა-კითხვა მეზობელმა ასლან ლურსმანაშვილმა შეასწავლა და სწავლა განაგრძო სოფლის სამრევლო სკოლაში, რომელიც 1889 წელს დაამთავრა, ხოლო 1891 წელს სოფლის ორკლასიანი "ნორმალური" სკოლა.

     1897 წელს სწავლა განაგრძო ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში, საიდანაც 1900 წელს გარიცხეს საპროტესტო მოძრაობაში მონაწილეობის გამო. იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1905 წლიდან მუშაობდა "მენშევიკების" ფრაქციაში. 1907 წელს იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ლონდონის ყრილობის დელეგატი პარტიის გურიის ორგანიზაციიდან.

    რაფიელ ჩიხლაძე, სასწავლებლიდან გარიცხვის შემდეგ საკუთარ ოჯახს ფიზიკური შრომით ეხმარებოდა. გარკვეული ხანი ხაშურში მუშაობდა, შმდეგ ჭიათურის მაღაროებში შავ მუშად და ბოლოს სამუშაოდ ბათუმის ქარხანაში გადავიდა, სადაც სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის ლიდერად იქცა.

   1904 წელს რაფიელ ჩიხლაძე ადმინისტრაცული წესით ბათუმიდან გურიაში გაასახლეს და 1905 წლიდან „მენშევიკების“ ფრაქციაში მუშაობდა და აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში. 1907 წელს რაფიელი გახლდათ რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ლონდონის ყრილობის დელეგატი პარტიის გურიის ორგანიზაციიდან. რაფიელ ჩიხლაძე ცნობილი იყო, როგორც პოპულარული სახალხო ორატორი.

    1910 წლის 17 ოქტომბერს რაფიელ ჩიხლაძე პოლიტიკური საბაბით დააპატიმრეს და დონის როსტოვში გადაასახლეს, სადაც ადგილობრივ სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციაში აგრძელებდა მუშაობას.  1914 წელს რაფიელი როსტოვიდან გაიქცა და არალეგალურად ცხოვრობდა თბილისში.

    1917 წლის ნოემბერში რაფიელ ჩიხლაძე აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის თებერვლიდან იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო აგრარული და საკონსტიტუციო კომისიების წევრი.

    რაფიელ ჩიხლაძე გარდაიცვალა 1919 წლის 27 აპრილს თბილისში და დაკრძალულია კუკიის სასაფლაოზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამიერკავკასიის სეიმი, წევრი (1918-)
  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი (1905-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ერევნის განყოფილების ნამდვილი წევრი (1914-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)

გააზიარე: