The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ალფეზ სიმონის ძე ხელაძე

ალფეზ სიმონის ძე ხელაძე
ოფიციალური სახელი:ალფეს სიმონის ძე ხელაძე
დაბადების თარიღი:15 თებერვალი, 1886  (138 წლის)
კატეგორია:პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

    ალფეზ ხელაძე დაიბადა 1886 წლის 15 თებერვალს ოზურგეთის მაზრის სოფელ მამადში გლეხის ოჯახში.  დაამთავრა მამადის ორკლასიანი სკოლა და ქუთაისში ბიძასთან, მესტამბე იოსებ ხელაძესთან გაემგზავრა, სადაც შეისწავლა მანქანაზე მუშაობა.
   1903 წელს ქუთაისის სამეურნეო სასწავლებელში ჩააბარა, საიდანაც არეულობის გამო მე-2 კლასის მოსწავლე დაითხოვეს.
   1904 წლიდან სოციალ-დემოკრატიული პარტიის მუშაობაში ჩაერთო, როგორც პროპაგანდისტი.
   1908 წელს ქუთაისში დააპატიმრეს და 1 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო შემდეგ ციმბირში, ვიატკის მაზრაში 5 წლით გადაასახლეს, საიდანაც 1910 წელს გამოიპარა და გურია-აჭარაში არალეგალურად დაიწყო მუშაობა.
    1917 წლიდან პროფმოძრაობაში ჩაება, ჯერ ხელზე მოსამსახურეთა კავშირის მდივნად მუშაობდა, შემდეგ – მეთამბაქოეთა , ხოლო ამის შემდეგ თბილისის პროფკავშირების ბიუროს თავმჯდომარედ დაიწყო მუშაობა. რამდენიმე ხანში საქართველოს პროფკავშირთა თავმჯდომარის, სეით დევდარიანის მოადგილედ გადაიყვანეს.
   1921-1922 წლებში, საბჭოთა ხელისუფლების დროს, არალეგალურ მუშაობას აწარმოებდა გურიაში, სადაც შეიპყრეს, მცირე ხნით საპყრობილეში ჩასვეს და მერე გერმანიაში გადაასახლეს. გერმანიიდან ჩეხეთში წავიდა, სადაც რუსულ უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა. ჩეხეთში ყოფნის პერიოდში მსოფლმხედველობა შეიცვალა, საჯაროდ აღიარა საბჭოთა ხელისუფლებასთან შერიგება და სამშობლოში დაბრუნდა.
   სამშობლოში დაბრუნებისთანავე თანამშრომლობა დაიწყო გაზეთ “ახალ გზაში”. პუბლიკაციებს უმეტესად პარტიულ-პოლიტიკურ საკითხებზე წერდა. ამავე დროს მუშაობა დაიწყო ცეკავშირის გამგეობის წევრად. ბოლო დროს საქართველოს ცენტრალურ კომიტეტთან არსებულ მენშევიკთა შორის მომუშავე განყოფილების პასუხისმგებელი მდივანი იყო.
   ალფეზ ხელაძის გარდაცვალების თარიღი უცნობია.

 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: