The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ქეთევან კირილეს ასული ხარაძე

ქეთევან კირილეს ასული ხარაძე
Date of birth:1892
Date of death:1952  (at 60 years)
Burial location:თბილისი, ვაკის სასაფლაო
Category:Educator

Biography

     ქეთევან ხარაძე დაიბადა 1892 წელს ხარაგაულის მაზრის სოფელ წიფაში. თბილისის ქალთა მე-2 გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობდა განჯაში. იმ დროს განჯაში, ქართველთა საკმაო საზოგადოება იყო თავმოყრილი. ახალგაზრდა მასწავლებელი აქტიურად მონაწილეობდა ამ საზოგადოების ცხოვრებაში. აქვე ეწეოდა თვალსაჩინო მოღვაწეობას მისი ბიძა, ბუნებისმეტყველების მასწავლებელი ლუკიანე ხარაძე. შემდგომში ქეთევანი, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, გარდაცვალებამდე, მასწავლებლობდა თბილისში, ილია ჭავჭავაძის სახელობის 23-ე საშუალო სკოლაში, სადაც დატოვა სამაგალითო პედაგოგისა და აღმზრდელის სახელი...

    1917 წლიდან ქეთევანი "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" თბილისის განყოფილების წევრი იყო და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.

    ქეთევან ხარაძე გახლდათ საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, მათემატიკოს არჩილ ხარაძის უფროსი და.

    ქეთევან ხარაძე გარდაიცვალა 1952 წელს თბილისში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)

Share: