The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



სიმონ მაისაშვილი

სიმონ მაისაშვილი
Legal name:საველ მაისაშვილი
Date of birth:1868  (156 years)
Category:Worker, Writer

Biography

    სიმონ მაისაშვილი დაიბადა 1868 წელს რაჭის სოფელ წესში ღარიბი გლეხის ოჯახში. სკოლაში არ უვლია,  თავისით შეისწავლა წერა-კითხვა და მერე, ხალხური მოღვაწის არჩილ ხვედელიანის სარდაფში მზარეულად მუშაობდა, სადაც ეგნატე ნინოშვილის, იოსებ იმედაშვილისა და სხვათა გავლენით, ქართული წიგნების კითხვით, თვითგანვითარებას დაეწაფა.
   1890 წლებიდან სიმონ მაისაშვილმა მწერლობას მიჰყო ხელი და ძირითადად ლექსებს წერდა. მისი ლექსებიდან რამდენიმე არტურ ლეისტმა გერმანულ ენაზე გადათარგმნა
   1900 წელს, პოლიტიკური საქმიანობის გამო, რამდენიმე თვე მეტეხის ციხეში ჩასვეს.
   1901 წელს, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მოთხრობა "ნატუსაღარი" გამოსცა, რომელიც თავდაპირველად ცენზურამ აკრძალა.
   1909 წელს, როგორც სახელმწიფო წყობილებისათვის მავნე პირი, ადმინისტრაციული წესით ვიატკის გუბერნიაში გადაასახლეს, საიდანაც სამხედრო წესების მოხსნამდე სამი წლის შემდეგ კავკავში დააბრუნეს.
   სიმონ მაისაშვილი  თავის შემოქმედებაში, ძირითადად მუშათა ცხოვრებას და მათ გაჭირვებულ მდგომარეობას ასახავდა: "დამნაშავე არავინ არის, გარდა სიღარიბისა, სიღარიბეც იქიდამ არის, რომ კაცს თავისი შრომა არ უფასდება, ადამიანთა უბედურების მიზეზი უკუღმართობა, ძალმომრეობა, დაჩაგვრა, უსამართლობა და ერთის გაბატონება არის"-ო.

   სიმონ მაისაშვილის გარდაცვალების თარიღი უცნობია.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1917-)

Bibliography


Share: