შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
იასონ მათეს ძე კერესელიძე![]()
ბიოგრაფიაიასონ კერესელიძე დაიბადა 1891 წელს ცნობილი საზოგადო მოღვაწის მათე კერესელიძის ოჯახში. იგი გახლდათ ქართული ლეგიონის მეთაურის და ქართველი ნაციონალისტების ლიდერის ლეო კერესელიძის ძმა. "შვილებს მამის სახლითგან მოჰქონდათ მოვალეობა სამშობლოსათვის ბრძოლისა, აღტყინებული სიყვარული მისი" - წერდა ჟურნალ "ბედი ქართლისას" ფურცლებზე მიხაკო წერეთელი. 1913 წლიდან იასონ კერესელიძე გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" გორის განყოფილების წევრი. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, მათე კერესელიძის შვილები - ლეო და გიორგი ემიგრაციაში წავიდნენ, ხოლო იასონი საქართველოში დარჩა. 1922–1923 წლებში, იასონი საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისა და საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის წევრი და ანტისაბჭოთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე იყო. სამხედრო ცენტრის სხვა წევრებთან ერთად ბოლშევიკმა ჩეკისტებმა იგი დააპატიმრეს და 1923 წლის 20 მაისს თბილისში, დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე დახვრიტეს. "გაუმარჯოს ჩემს სამშობლოს, მშვიდობით, ძმებო! გვხვრეტენ ამაღამ" — ყვიროდა სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი, რაზეც მის სიტყვებს მოჰყვა იასონ კერესელიძის მძლავრი ხმით ნამღერი ეროვნული ჰიმნი "დიდება", რომელსაც სხვა პატიმრებიც აჰყვნენ და ეს იყო მათი უკანასკნელი სიტყვები. 1960-იან წლებში, იასონის ძმა, გიორგი კერესელიძე იასონის შვილების ბერლინში წაყვანას ფიქრობდა, მაგრამ ჩემგან დამოუკიდებელმა გარემოებებმა ხელი შემიშალა და ახლა არც ვნანობო: „საქართველოს თავისი შვილები თვითონ სჭირიან და მათ გაფანტვა დედამიწის ზურგის სხვადასხვა კუთხეებში დიდი ეროვნული დანაკლისია" -წერდა იგი თბილისში მცხოვრებ თავის დას ელენე გლურჯიძეს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |