The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



იასონ მათეს ძე კერესელიძე

იასონ მათეს ძე კერესელიძე
დაბადების თარიღი:1891
გარდაცვ. თარიღი:20 მაისი, 1923  (32 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:უცნობია (დახვრეტილი)
კატეგორია:პოლიტიკოსი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

    იასონ კერესელიძე დაიბადა 1891 წელს ცნობილი საზოგადო მოღვაწის მათე კერესელიძის ოჯახში. იგი გახლდათ ქართული ლეგიონის მეთაურის და ქართველი ნაციონალისტების ლიდერის ლეო კერესელიძის ძმა. "შვი­ლებს მა­მის სახ­ლით­გან მოჰ­ქონ­დათ მო­ვა­ლე­ო­ბა სამ­შობ­ლო­სათ­ვის ბრძო­ლი­სა, აღტყი­ნე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი მისი" - წერ­და ჟურ­ნალ "ბედი ქარ­თლი­სას" ფურ­ცლებ­ზე მი­ხა­კო წე­რე­თე­ლი.

   1913 წლიდან იასონ კერესელიძე გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" გორის განყოფილების წევრი.

   საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, მათე კერესელიძის შვილები - ლეო და გიორგი ემიგრაციაში წავიდნენ, ხოლო იასონი საქართველოში დარჩა.

   1922–1923 წლებში, იასონი საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისა და საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის წევრი და ანტისაბჭოთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე იყო. სამხედრო ცენტრის სხვა წევრებთან ერთად ბოლშევიკმა ჩეკისტებმა  იგი დააპატიმრეს და 1923 წლის 20 მაისს თბილისში, დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე დახვრიტეს. 

   "გაუმარჯოს ჩემს სამშობლოს, მშვიდობით, ძმებო! გვხვრეტენ ამაღამ" — ყვიროდა სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი, რაზეც მის სიტყვებს მოჰყვა იასონ კერესელიძის მძლავრი ხმით ნამღერი ეროვნული ჰიმნი "დიდება", რომელსაც სხვა პატიმრებიც აჰყვნენ და ეს იყო მათი უკანასკნელი სიტყვები. 

   1960-იან წლებში, იასონის ძმა, გიორგი კერესელიძე ია­სო­ნის შვილების ბერ­ლინ­ში წაყვანას ფიქრობდა, მაგრამ ჩემ­გან და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა გა­რე­მო­ე­ბებმა ხელი შე­მი­შა­ლა და ახლა არც ვნა­ნობო: „სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სი შვი­ლე­ბი თვი­თონ სჭი­რი­ან და მათ გა­ფან­ტვა დე­და­მი­წის ზურ­გის სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ებ­ში დიდი ეროვ­ნუ­ლი და­ნაკ­ლი­სია" -წერდა იგი თბილისში მცხოვრებ თავის დას ელენე გლურჯიძეს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების გორის განყოფილების წევრი (1913-)

გააზიარე: