The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



კონსტანტინე ივანეს ძე ამილახვარი

კონსტანტინე ივანეს ძე ამილახვარი
დაბადების თარიღი:1877
გარდაცვ. თარიღი:1 სექტემბერი, 1924  (47 წლის ასაკში)
კატეგორია:რეპრესირებული, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

  კონსტანტინე ანილახვარი დაიბადა 1877 წელს თავად ივანე ამილახვარის მრავალსულიან ოჯახში.

   1915 წლიდან კონსტანტინე გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ გორის განყოფილების წევრი.

   კონსტანტინე ამილახვარი პრაპორშჩიკი იყო და კასპის რკინიგზის სადგურის უფროსად მუშაობდა. მას ჰყავდა მეუღლე ნინო შერვაშიძე და ორი ვაჟი - შალვა და ლევანი.

   1921 წელს თავადმა ამილახვრებმა ქართველ დიდგვაროვანთა ბედი გაიზიარეს. ჩამოართვეს მამულები და საგვარეულო ნივთები. მათი ქონების ნაწილი დაწვეს და გაანადგურეს, ხოლო მათი საგვარეულო სასახლე საშუალო სკოლად გადააკეთეს. ისინი ისჯებოდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ თავადიშვილები იყვნენ.

   1924 წელს, კონსტანტინე ამილახვარი სამსახურიდან წაიყვანეს და ყოველგვარი გასამართლებისა და ბრალდების წაყენების გარეშე კასპის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დახვრიტეს. წინა დღეს გლეხებს გაუფრთხილებიათ კონსტანტინეს ოჯახი მოსალოდნელი უბედურების შესახებ, მაგრამ მათ მიმალვა ვერ მოასწრეს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების გორის განყოფილების წევრი (1915-)

გააზიარე: