The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



არსენ აბრაამის ძე ფხალაძე

არსენ აბრაამის ძე ფხალაძე
დაბადების თარიღი:მაისი, 1869
გარდაცვ. თარიღი:23 მაისი, 1919  (50 წლის ასაკში)
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

   არსენ ფხალაძე დაიბადა 1869 წელს სიღნაღის მაზრის სოფელ ქოდალოში, მედავითნე აბრაამ და სოფიო გრიგოლის ასულ ფხალაძეების ოჯახში.

   1887-1893 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

   1893 წელს საქართველოს ეგზარქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი) დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელი და არტაანის მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში დანიშნა. ამავე სოფელში გახლდათ სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგე და პარალელურად საღვთო სჯულის მასწავლებელი.

   1896 წელს კარდენახის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარში გადაიყვანეს.

   1898 წელს კარდენახში არსებული სახალხო-სამინისტრო სასწავლებლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.

   1899 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა და იმავე წლის მაისში სიღნაღის სანთლის ქარხანაში სარევიზიო კომისიის წევრად დაინიშნა.

   1904 წელს ურიათუბნის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში განამწესეს. ამავე სოფელში გახლდათ სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგე, საღვთო სჯულის მასწავლებელი და ამავე დროს სამინისტრო სასწავლებლის საღვთო სჯულის მასწავლებელი.

   1907 წელს დიღმის წმინდა მარინეს საელობის ტაძარში დაადგინეს.

   1908 წელს დიღმის სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.

   1910 წელს სკუფია უბოძეს.

   1914 წელს თბილისის სასამართლოს კარის ეკლესიაში დაინიშნა.

   არსენ ფხალაძე გარდაიცვალა 1919 წლის 23 მაისს თბილისში. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: