Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
არსენ აბრაამის ძე ფხალაძე![]()
Biographyარსენ ფხალაძე დაიბადა 1869 წელს სიღნაღის მაზრის სოფელ ქოდალოში, მედავითნე აბრაამ და სოფიო გრიგოლის ასულ ფხალაძეების ოჯახში. 1887-1893 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. 1893 წელს საქართველოს ეგზარქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი) დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელი და არტაანის მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში დანიშნა. ამავე სოფელში გახლდათ სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგე და პარალელურად საღვთო სჯულის მასწავლებელი. 1896 წელს კარდენახის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარში გადაიყვანეს. 1898 წელს კარდენახში არსებული სახალხო-სამინისტრო სასწავლებლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1899 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა და იმავე წლის მაისში სიღნაღის სანთლის ქარხანაში სარევიზიო კომისიის წევრად დაინიშნა. 1904 წელს ურიათუბნის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში განამწესეს. ამავე სოფელში გახლდათ სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგე, საღვთო სჯულის მასწავლებელი და ამავე დროს სამინისტრო სასწავლებლის საღვთო სჯულის მასწავლებელი. 1907 წელს დიღმის წმინდა მარინეს საელობის ტაძარში დაადგინეს. 1908 წელს დიღმის სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1910 წელს სკუფია უბოძეს. 1914 წელს თბილისის სასამართლოს კარის ეკლესიაში დაინიშნა. არსენ ფხალაძე გარდაიცვალა 1919 წლის 23 მაისს თბილისში. Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |