The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



მარგარიტა მიხეილის ასული ქილარჯიშვილი

მარგარიტა მიხეილის ასული ქილარჯიშვილი
დაბადების თარიღი:9 თებერვალი, 1893
გარდაცვ. თარიღი:22 იანვარი, 1948  (54 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:უცნობია
კატეგორია:მთარგმნელი, მსახიობი

ბიოგრაფია

    მარგარიტა ქილარჯიშვილი დაიბადა 1893 წელს ქუთაისში თამბაქოს ქარხნის მუშის ოჯახში. განათლება ქუთაისის გიმნაზიაში მიიღო და სასცენო ცოდნის მისაღებად მოსკოვში გაემგზავრა, სადაც ორი წელი დაჰყო.

    1906 წელს პირველად გამოვიდა სცენაზე და ლადო მესხიშვილის დადგმულ სპექტაკლში „პატარა კახი“, დედოფლის როლი შეასრულა.

   ქილარჯიშვილი მონაწილეობდა თბილისის, ბაქოს, ქუთაისის, ჭიათურის და სხვა სცენებზე. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ზეინაბი „ღალატში“, ქეთევანი „სამშობლოში“, მარინე „ქართველი დედა“, ემილია „ოტელოში“კრუჩინინა „უდანაშაულოდ დასჯილნი“ და სხვა. ასევე მონაწილეობდა კინოშიც: გიული „ჯანყი გურიაში, „ორი მონადირე“, „ღრუბლე ქვეშ“ და სხვა.

    მარგარიტა ქილარჯიშვილი გარდაიცვალა 1948 წლის 22 იანვარს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)

გააზიარე: