The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



გიორგი გრიგოლის ძე ყიფშიძე

გიორგი გრიგოლის ძე ყიფშიძე
Other name:ფრონისპირელი  (Pseudonym)
Date of birth:20 November, 1891
Date of death:November, 1951  (at 59 years)
Burial location:თბილისი, ვაკის პანთეონი
Category:Interpreter, Actor/Actress, Filmmaker

Biography

   

     გიორგი ყიფშიძე დაიბადა 1891 წელს თბილისში, ილია ჭავჭავაძის მეგობრისა და თანამოაზრის,  მისი პირველი ბიოგრაფის, გაზეთ "ივერიის" მთავარ რედაქტორის გრიგოლ ყიფშიძის ოჯახში.

    1910 წელს გიორგი ყიფშიძემ ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა, მაგრამ თავისი ცხოვრება სულ სხვა პროფესიასა და საქმეს დაუკავშირა. მთარგმნელი, რეჟისორი და მსახიობი გიორგი კოტე მარჯანიშვილის მოწაფე და საქართველოში სცენური მეტყველების ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო. 

    გიორგი ყიფშიძე ეწეოდა სარეჟისორო მოღვაწეობას.   1926 წელს თბილისში დაარსდა ვასო აბაშიძის სახელობის სახელმწიფო მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრი, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა მიხეილ ჭიაურელი, რომელმაც  თეტრში სამუშაოდ კომპოზიტორი ვალერიან ცაგარეიშვილი და რეჟისორი გიგო ყიფშიძე მიიწვია.

    1932 წელს ზუგდიდში დაარსდა პირველი პროფესიული დრამატული თეატრი, რომელსაც 1959 წელს შალვა დადიანის სახელი მიენიჭა. თეატრისათვის აგებულ ახალ შენობაში 1932 წლის 11 აგვისტოს პირველ სპექტაკლებად წარმოადგინეს ნიკოლოზ შიუკაშვილის „სამართალი“ და პეტრე სამსონაძის „სალტე“. ორივე სპექტაკლის რეჟისორი გახლდათ გიორგი ყიფშიძე.

    გიორგი  რეჟისორობასთან ერთად მსახიობიც იყო  რამდენიმე ქართულ თეატრში. მონაწილეობა აქვს მიღებული ქართულ ფილმებში: „ქისტინე“ (იასონი), „ქარიშხლის წინ“, „ნახვამდის“, „ხიდი“ და „გიორგი სააკაძე“.

    გიგო ყიფშიძეს  ნათარგმნი აქვს რამდენიმე პიესა, რომლებიც  ქართული თეატრის სხვადასხვა სცენებზე იდგმებოდა. ის გარდა ლიტერატურული ნაწარმოებების თარგმნისა, თეატრში მსახიობებს სწორ მეტყველებას, დიქციას და ინტონაციას ასწავლიდა. აკაკი ხორავას სცენიური მეტყველება და სწორი ინტონაცია მისი დამსახურებაც იყო.

    გიორგი ყიფშიძე გარდაიცვალა  1951 წლის ნოემბერში თბილისში  დაკრძალულია ვაკის პანთეონში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)

Share: