The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



იოანე ანტონის ძე სარალიძე

იოანე ანტონის ძე სარალიძე
დაბადების თარიღი:20 აპრილი, 1888
გარდაცვ. თარიღი:8 ნოემბერი, 1984  (96 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ჭიათურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჯვარი-ეწერი
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

    იოანე სარალიძე დაიბადა 1888 წელს შორაპნის მაზრის სოფელ ჯვარი–ეწერში მედავითნის ოჯახში. დაამთავრა გორის სასულიერო სასწავლებელი.

   მე-19 საუკუნის 10-იანი წლების დასაწყიში ჯვარი-ეწერის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. 1916 წლის 14 მარტს გორის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში და გორის სასულიერო სასწავლებლის კარის ეკლესიაში გადაიყვანეს. იმავე წელს გორის ეპისკოპოსმა ანტონმა (გიორგაძე) დიაკვნად აკურთხა და თბილისის აისორების წმინდა  თომა მოციქულის ტაძარში განამწესა.

   1916 წლის 30 ნოემბერს ბორჯომის წმინდა იოანე ნათლისმცემლის ტაძარში დაინიშნა. 1919 წელს ურბნისის ეპისკოპოსმა დავითმა (კაჭახიძე) მღვდლად დაასხა ხელი და წაღვლის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრად დაადგინა.

   1922 წელს, ეკლესიებისა და სამღვდელოების დევნის დროს, ანაფორა გაიხადა და სკოლის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. 1928 წლის 20 ნოემბერს ს.ს. ცაკის საორგანიზაციო განყოფილება გორის მაზრის აღმასკომს წერდა: "ამა წლის 31 ოქტომბრის დადგენილების ძალით აღდგენილია საარჩევნო ხმის უფლებაში სალარიძე ივანე".

   იოანე სარალიძე გარდაიცვალა 1984 წლის 8 ნოემბერს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრი (1910-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: