The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



სიმონ ჩიქოვანი

სიმონ ჩიქოვანი
დაბადების თარიღი:1889
გარდაცვ. თარიღი:1970  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   სიმონ ჩიქოვანი დაიბადა სოფელ გორდში.

   1914 წელს დაამთავრა პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემია. 

   1917 წლიდან სიმონ ჩიქოვანი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" აზრუმის განყოფილების დამფუძნებელი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.

   სიმონ ჩიქოვანი გახლდათ საქართველოს სსრ დამსახურებული ექიმი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ქუთაისის საქალაქო საავადმყოფოს მთავარ ექიმად და მისივე ინიციატივით დაარსებულ ქუთაისის ფიზიოთერაპიული საავადმყოფოს მთავარ ექიმად.

   სიმონ ჩიქოვანი გარდაიცვალა 1970 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების აზრუმის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე (1917-1917)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების აზრუმის განყოფილების დამფუძნებელი წევრი (1917-)

გააზიარე: