შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
გრიგოლ კონსტანტინეს ძე აბაკელია![]()
ბიოგრაფიაგრიგოლ აბაკელია დაიბადა 1880 წელს ქუთაისში. იყო საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს კოლეგიის წევრი. 1916 წლიდან გრიგოლ აბაკელია გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ბათუმის განყოფილების წევრი. 1912 წლიდან ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობას. მის კალამს ეკუთვნის: ნ. ლუხმანოვის პიესა „სიკვდილი ნაპოლეონისა“, "ხალხის სიკეთე". გრიგოლ აბაკელია დააპატიმრეს ბრალდებით: პოლონეთის დაზვერვის აგენტი და ეწეოდა ჯაშუშურ საქმიანობას პოლონეთის სადაზვერვო სამსახურის სასარგებლოდ. გაასამართლა შინსახკომის სამეულმა. სასამართლო სხდომა ჩატარდა 1938 წლის 3 მარტს და მიუსაჯეს დახვრეტა ქონების კონფისკაციით. განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი 9 მარტს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |