The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ილია ნიკურაძე

დაბადების თარიღი:1870
გარდაცვ. თარიღი:ოქტომბერი, 1937  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:რეპრესირებული

ბიოგრაფია

დაიბადა 1870 წელს, სამტრედიაში. დაქორწინდა ადრეულ ასაკში. პირველ მეუღლესთან, ელისაბეთ გეგიასთან, შეეძინა 6 შვილი : სილოვანი, ალექსანდრე, ივანე, პავლე, ლიდა და ლუბა. 26 წლის ასაკში დაქვრივდა. მეორე მეუღლესთან, ნიფადორა გიორგაძესთან კიდევ სამი შვილი : ფროლენა, ქეთევანი და შოთა შეეძინა. ილია ნიკურაძე იყო მეწარმე, ამრავლებდა აბრეშუმის ჭიას და ამზადებდა აბრეშუმის ძაფს. პროდუქციის დიდი ნაწილი კი გაჰქონდა ევროპაში. გარდა ამისა, დამთავრებული ჰქონდა იურის (დღევანდელი ტარტუს) უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტი და მუშაობდა სამტრედიის რკინიგზის დეპოს უფროსად. ფლობდა რამოდენიმე ენას.  აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. იყო მეცენატი და ქველმოქმედი. დააპატიმრეს 1937 წლის 1 ოქტომბერს და რამდენიმე დღეში დახვრიტეს.

ლანა ჩაბრავა

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სამტრედიის განყოფილების ნამდვილი წევრი (1916-)

გააზიარე: