The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



სილიბისტრო ნიკურაძე

სილიბისტრო ნიკურაძე
ოფიციალური სახელი:სილოვან ილიას ძე ნიკურაძე
დაბადების თარიღი:1892
გარდაცვ. თარიღი:1965  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

   სილოვან ნიკურაძე დაიბადა 1892 წელს სამტრედიაში ილია ნიკურაძისა და ელისაბედ გეგიას ოჯახში. დედა ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა და ექვსი შვილის მოვლა მამას დააწვა მხრებზე.

   1915 წელს სილოვანმა იურიევის (ტარტუს) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი დაამთავრა. სხვადასხვა დროს იყო საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის მადგილე, სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის თბილისის ქალაქის მე-6 საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგე.

   სილოვან ნიკურაძე გარდაიცვალა 1965 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სამტრედიის განყოფილების ნამდვილი წევრი (1916-)

გააზიარე: