The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ვერა ბართლომეს ასული ბობოხიძე

ვერა ბართლომეს ასული ბობოხიძე
ოფიციალური სახელი:ვერა ბართლომეს ასული კილაძე
დაბადების თარიღი:25 სექტემბერი, 1887  (136 წლის)
კატეგორია:მსახიობი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   ვერა კილაძე დაიბადა 1887 წლის 25 სექტემბერს ქუთაისის მაზრის სოფელ ეწერში სოფლის მასწავლებელ-დიაკვნის ოჯახში.

   ვერა კილაძე სწავლობდა სენაკის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო 1911-1912 წლებში თბილისში ლადო მესხიშვილის დრამატულ კურსებზე, რომლის დამთავრების შემდეგ, გარკვეული პერიოდი, მამის კერძო სასწავლებელში მასწავლებლობდა.

   1912 წლამდე ხშირად მონაწილეობდა მოძრავ თეატრალურ ჯგუფში და ამ პერიოდიდან, პარტიული არალეგალური ორგანიზაციების დავალებით, დაუკავშირდა დ. კობახიძის მიერ შემდგარ მოძრავ თეატრალურ ჯგუფს და მასთან ერთად საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში წარმოდგენებში მონაწილეობდა. იმავე დროს, პარტიის (ბ) ყოველგვარ ტექნიკურ დავალებას თავგამოდებით ასრულებდა, რაც მდგომარეობდა არალეგალური ლიტერატურის მიმოზიდვას, სიტყვების წარმოთქმას, რევოლუციური შინაარსის დეკლამაციას და სხვა მოქმედებებს, რისთვისაც პოლიციისაგან იდევნებოდა.

   1920 წლიდან, დასის დევნის გამო,  მოსკოვს გადასახლებული, მეიერხოლდის თეატრში მუშაობდა.

   1921 წელს თბილისში დაბრუნდა და თბილისის რევოლუციურ თეატრში მოღვაწეობდა.

   1923-1929 წლებში  პროლეტკულტის წითელ თეატრში ირიცხებოდა, 1929-1937 წლებში – სახელმწიფო საკოლმეურნეო მოძრავ თეატრთან ერთად საქართველოს სხვადასხვა ადგილებში მოგზაურობდნენ და წარმოდგენებს მართავდნენ.

   ვერა კილაძეს შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ქრისტინე და მარიკა „ქრისტინეში“, მაშო და ნარგიზა „ციმბირელში“, ნატო „მსხვერპლში“, მადლენა „ჟანა და მადლენაში“, ნინო „არსენაში“, ჟოზეფი „პარიზელ ბიჭში“, კახი „პატარა კახში“, ირინე „ირინეს ბედნიერებაში“, კლარა  ვერჰარნის „რიჟრაჟში“ და სხვა როლები. იგი სცენაზე დიდ მნიშვნელობას მსახიობის თვითშემოქმედებას ანიჭებდა.

   ვერა კილაძე-ბობოხიძის გარდაცვალების თარიღი უცნობია.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სამტრედიის განყოფილების ნამდვილი წევრი (1916-)

გააზიარე: