The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



იაკობ ნიკოლოზის ძე ბენდელიანი

იაკობ ნიკოლოზის ძე ბენდელიანი
დაბადების თარიღი:1876  (148 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:პედაგოგი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

   იაკობ ბენდელიანი დაიბადა 1876 წელს ზუგდიდის მაზრის სოფელ მუხურაში მღვდლის ოჯახში.

   1895 წელს დაამთავრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი, ხოლო 1896 წელს კურზის მთავარანგელოზთა ეკლესიის მეორე მედავითნედ დაინიშნა.

   1897 წელს იაკობ ბენდელიანი სოხუმის ეპარქიაში, მეორე ჭუბურხინჯის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად განამწესეს.

   1901 წელს სანავარდოს ტაძრის მედავითნედ დაინიშნა. 1906 წელს სოხუმის ეპისკოპოსმა კირიონმა (საძაგლიშვილი) დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 10 ნოემბერს მღვდლად დაასხა ხელი და ტამიშის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში დანიშნა. 

   1912 წელს მღვდელი იაკობი ოხურეშის წმინდა ნინოს ტაძარში გადაიყვანეს და ამავე ტაძართან არსებული სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის პედაგოგად დაადგინეს. 1913 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.

   1919 წელს ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ამბროსიმ (ხელაია) სამკერდე ოქროს ჯვარი უბოძა და ოჩამჩირის მაცხოვრის აღდგომის ტაძრის წინამძღვრად განამწესა. მსახურობდა უსასყიდლოდ, მხოლოდ ითხოვდა თითო კომლზე ერთ ფუთ სიმინდს და იმასაც არ აძლევდნენ. ჰყავდა მეუღლე ეფროსინე სპირიდონის ასული რურუა და შვილები: ვალენტინა, დავითი, ნათელა და თინათინი.

    მღვდელი იაკობის გარდაცვალების თარიღი უცნობია.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სამურზაყანოს განყოფილების წევრი (1916-1917)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1919 - სამკერდე ოქროს ჯვარი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: