შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
ლუკა ბესარიონის ძე ობოლაძე (მღვდელი)![]()
ბიოგრაფიალუკა ობოლაძე დაიბადა ტყიბულის რაიონის სოფელ ხრესილში. სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მოღვაწეობდა ჯერ სოხუმში, შემდეგ კი გალის რაიონში, სოფელ ნაბაკევის მარდიანის ეკლესიის ეპისკოპოსად. 1916 წლიდან მამა ლუკა გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" სამურზაყანოს განყოფილების წევრი. ლუკა ობოლაძე ბოლომდე ცხოვრობდა და მსახურობდა ამავე სოფელში და გარდაიცვალა 1925 წელს. ჰყავდა მეუღლე და ხუთი შვილი: ლეონტი, ანეტა, ფედოსი, პავლე და ვანო. ლეონტი მამის სიკვდილის შემდეგ 2 თვე მუშაობდა ნაბაკევის მარდიანის ეკლესიის მღვდლად. გასაბჭოების შემდეგ მუშაობდა ნაბაკევის საშუალო სკოლის რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად და იმსახურა 50 წელი. იგი გახლდათ აფხაზეთის დამსახურებული მასწავლებელი. ანეტა და ფედოსი ობოლაძეები ცხოვრობდნენ ქუთაისში. იყვნენ მასწავლებლები. პავლე გახლდათ აფხაზეთის დამსახურებული ექიმი და მუშაობდა ნაბაკევში. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |