The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



აბელ ივანეს ძე ჩეხერია

აბელ ივანეს ძე ჩეხერია
დაბადების თარიღი:1881
გარდაცვ. თარიღი:სექტემბერი, 1975  (94 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ ცხირის ეკლესიის ეზო
კატეგორია:პედაგოგი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

   აბელ ჩეხერია დაიბადა 1881 წელს სამურზაყანოს მაზრის სოფელ ზემო ცხირში. პირველდაწყებითი განათლება მიიღო გალის ორკლასიან სასწავლებელში და შემდეგ სწავლა გააგრძელა სასულიერო სემინარიაში.

   1917 წელს, კათოლიკოს პატრიარქის ამბროსი ხელაიას ბრძანებით, ყველა ეკლესიასთან უნდა დაარსებულიყო სამრევლო საბჭო. ამავე წლის 12 დეკემბერს გალის საოლქო საბჭოს წევრად არჩეული იქნა მღვდელი აბელ ჩეხერია.

    1912-1921 წლებში იგი ცხირის წმიდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ეკლესიის მღვდლად იხსენიება.

    საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში მუშაობდა მასწავლებლად. სახალხო განათლების დარგში მიღწეული თვალსაჩინო წარმატებებისათვის 1961 წელს აფხაზეთის ასსრ სკოლის დამსახურებული პედაგოგის წოდება მიენიჭა. დაჯილდოვებული იყო "საპატიო ნიშნის" ორდენითა და მრავალი მედლით.

   აბელ ჩეხერიას ჰყავდა მეუღლე: ეპრასია სპირიდონის ასული რურუა და შვილები: ალექსანდრა, რაისა, ფაციკო და მექი.

   აბელ ჩეხერია გარდაიცვალა 1975 წლის სექტემბერში და დაკრძალულია სოფელ ცხირის ეკლესიის ეზოში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სამურზაყანოს განყოფილების წევრი (1916-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - აფხაზეთის ასსრ სკოლის დამსახურებული პედაგოგი
  • "საპატიო ნიშნის" ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: