The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ლავრენტი დარისპანის ძე ფირცხალავა

ლავრენტი დარისპანის ძე ფირცხალავა
ოფიციალური სახელი:ლევანტი დარისპანის ძე ფირცხალავა
დაბადების თარიღი:18 იანვარი, 1886
გარდაცვ. თარიღი:1958  (71 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, ვაკის სასაფლაო
კატეგორია:მეწარმე, საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი

ბიოგრაფია

   ლევანტი ფირცხალავა დაიბადა 1886 წლის 18 იანვარს, სენაკის მაზრის სოფელ გაუწყინარში.

   ლეონტი გახლდათ ცნობილი კომერსანტი და სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა ბათუმსა და სტამბოლში, სადაც რამდენიმე სახლი და ქარხანა ჰქონდა. იყო ქველმოქმედი ადამიანი. უამრავ გაჭირვებულს უწევდა ეკონომიურ დახმარებას და ახალგაზრდებს ხელს უმართავდა სწავლა-განათლების მიღებაში. გასაბჭოების შემდეგ მოხდა მისი მთელი უძრავი და მოძრავი ქონების კონფისკაცია და ნაციონალიზაცია.

   1913 წლიდან ლეონტი ფირცხალავა გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ბათუმის განყოფილების წევრი და ჩართული იყო საზოგადოების მუშაობაში.

  1950-იან წლებში თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. ჰყავდა მეუღლე ნატალია კობიძე და ორი ვაჟი:ლევანი და დავითი.

   ლეონტი ფირცხალავა გარდაიცვალა 1958 წელს და დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი (1913-1916)

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:თბილისი, ქობულეთის ქ. N19

გააზიარე: