The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ლავრენტი ალექსის ძე ფირცხალავა

ლავრენტი ალექსის ძე ფირცხალავა
დაბადების თარიღი:1879
გარდაცვ. თარიღი:6 თებერვალი, 1941  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

   ლავრენტი ფირცხალავა დაიბადა 1879 წელს.

   1904 წელს ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი დაამთავრა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ერთი წელი სოფლის ექიმად მუშაობდა.

   1914-1918 წლებში, პირველი მსოფლიო ომის დროს, ფრონტზე მსახურობდა.

   1916 წლიდან ლავრენტი ფირცხალავა გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ბათუმის განყოფილების წევრი.

   1936 წელს სადოქტორო დისერტაცია დაიცვა თემაზე: „„ცილოვან (ალბუმინების და გლობულინების) და ცხიმოვან (ლიპოიდების) ნივთიერებათა მონაწილეობა ათაშანგის სხვადასხვა პერიოდში და მათი მნიშვნელობა მკურნალობის საკითხში“.

   ლავრენტი ფირცხალავა ცნობილი იყო, როგორც გამოჩენილი სპეციალისტი, გულისხმიერი და გულითადი ადამიანი.

   თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში აწარმოებდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობას და თავისი ხანგრძლივი საპედაგოგო მოღვაწეობის დროს მრავალი სპეციალისტი და მეცნიერ-მუშაკი გამოზარდა. მას ეკუთვნის რამდენიმე სერიოზული სამეცნიერო ნაშრომი.

   ლავრენტი ფირცხალავა გახლდათ თბილისის სახელმწიფო სტომატოლოგიური ინსტიტუტის კანისა და ვენერიულ სნეულებათა კათედრის გამგე.

   ლავრენტი ფირცხალავა გარდაიცვალა 1941 წლის 6 თებერვალს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი (1916-)

გააზიარე: