The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ოლღა ფილიპეს ასული არსენიშვილი

ოლღა ფილიპეს ასული არსენიშვილი
ოფიციალური სახელი:ოლღა ფილიპეს ასული გორგიძე
დაბადების თარიღი:18??
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, ვაკის სასაფლაო
კატეგორია:საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   ოლღა არსენიშვილი დაიბადა ქუთაიში საკმაოდ შეძლებული ფილიპე გორგიძის ოჯახში. ოლღას მამა  ხე-ტყის რამდენიმე გადამამუშავებელ საწარმოს ფლობდა და ქუთაისში მის საკუთრებაში იყო 8 საცხოვრებელი სახლი. ქალიშვილები პარიზიდან იწერდნენ იმ დროისთვის საუკეთესო სამოსს და ყოველ ზაფხულს ბორჯომში გამართულ საზაფხულო ჩვენებებზე იღებდნენ მონაწილეობას.

   ოლღა ცოლად გაჰყვა იერონიმე არსენიშვილს,  რომელიც მოღვაწეობდა ქალაქ ქუთაისში და გახლდათ ქუთაისის ვაჟთა მე-3 გიმნაზიის დირექტორი.  რევოლუციის შემდეგ რა თქმა უნდა ამ ოჯახის ბედი სხვანაირად დატრიალდა. იერონიმე და ოლღა თბილისში გადმოვიდნენ საცხოვრებლად. ცხოვრობდნენ ვერაზე ზანდუკელის 38-ში (ყოფილი ჯავახიშვილის ქუჩა). ყავდათ ოთხი შვილი, სამი ვაჟი და ერთი გოგონა. ოთხივე შვილი თავის პროფესიაში წარმატებული და პროფესიონალი პიროვნებები იყვნენ.

   ოლღა გარდაიცვალა თბილისში და დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე მეუღლის გვერდით.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობის წევრი (1910-)

გააზიარე: