|
ოლღა ფილიპეს ასული არსენიშვილი
Legal name: | ოლღა ფილიპეს ასული გორგიძე |
Date of birth: | 18?? |
Burial location: | თბილისი, ვაკის სასაფლაო |
Category: | Public Figure |
Biography
ოლღა არსენიშვილი დაიბადა ქუთაიში საკმაოდ შეძლებული ფილიპე გორგიძის ოჯახში. ოლღას მამა ხე-ტყის რამდენიმე გადამამუშავებელ საწარმოს ფლობდა და ქუთაისში მის საკუთრებაში იყო 8 საცხოვრებელი სახლი. ქალიშვილები პარიზიდან იწერდნენ იმ დროისთვის საუკეთესო სამოსს და ყოველ ზაფხულს ბორჯომში გამართულ საზაფხულო ჩვენებებზე იღებდნენ მონაწილეობას.
ოლღა ცოლად გაჰყვა იერონიმე არსენიშვილს, რომელიც მოღვაწეობდა ქალაქ ქუთაისში და გახლდათ ქუთაისის ვაჟთა მე-3 გიმნაზიის დირექტორი. რევოლუციის შემდეგ რა თქმა უნდა ამ ოჯახის ბედი სხვანაირად დატრიალდა. იერონიმე და ოლღა თბილისში გადმოვიდნენ საცხოვრებლად. ცხოვრობდნენ ვერაზე ზანდუკელის 38-ში (ყოფილი ჯავახიშვილის ქუჩა). ყავდათ ოთხი შვილი, სამი ვაჟი და ერთი გოგონა. ოთხივე შვილი თავის პროფესიაში წარმატებული და პროფესიონალი პიროვნებები იყვნენ.
ოლღა გარდაიცვალა თბილისში და დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე მეუღლის გვერდით.
Member of Organizations
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობის წევრი (1910-)
|