The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



დავით სვიმონის ძე პავლიაშვილი

დავით სვიმონის ძე პავლიაშვილი
სხვა სახელი:ნაპოლეონი
ავყია  (ფსევდონიმი)
ანჩისხატელი  (ფსევდონიმი)
პარდონ  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:19 აგვისტო, 1878
გარდაცვ. თარიღი:მაისი, 1925  (46 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, ვერის სასაფლაო
კატეგორია:ეთნოლოგი, პედაგოგი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

    დავით პავლიაშვილი დაიბადა 1878 წელს თბილისში სასამრთლო მოხელისა და დიასახლისის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება  თბილისის სასულიერო სასწავლებელში მიიღო და შემდეგ სწავლა გააგრძელა აქვე, სასულიერო სემინარიაში, რომელიც მე-4 კლასიდან მიატოვა, რადგან  მღვდლობა არ ისურვა და მასწავლებლად წავიდა ხევსურეთში.

   1899 წლიდან მონაწილეობდა თბილისის თითქმის ყველა პერიოდულ გამოცემაში: დაიწყო ეთნოგრაფიული წერილებით, შემდეგ კი უმთავრესად ქრონიკას, ახალ ამბებს, მხატვრული ოსტატობით შედგენილ განცხადებებს, საჭირბოროტო საკითხების შესახებ წერილებსა და სხვა მასალებს აქვეყნებდა.

   დავით პავლიაშვილი გარდაიცვალა 1925 წლის მაისის დასაწყისში და დაიკრძალა ნიკოლოზის სახელობის ვერის  სასაფლაოზე. ახლანდელი ვერის ბაღი (ყოფილი კიროვის ბაღი).

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1921-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: