The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ნიკოლოზ ნოეს ძე ჩიგოგიძე

ნიკოლოზ ნოეს ძე ჩიგოგიძე
ოფიციალური სახელი:ნიკოლოზ ნაუმის ძე ჩიგოგიძე
დაბადების თარიღი:18??
კატეგორია:პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

    ნიკოლოზ ჩიგოგიძის შესახებ მეტად მწირი ბიოგრაფიული ცნობებია ცნობილი. მან უმაღლესი განათლება რუსეთში მიიღო და დაამთავრა სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი.

    1918 წელს საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიამ დაასახელა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს დეპუტატად წარადგინა. იყო პარლამენტის განათლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კომისიის წევრი.

    ნიკოლოზ ჩიგოგიძე გახლდათ „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ თბილისის განყოფილების ნამდვილი წევრი. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას.

    1918 წელს, ნიკოლოზ ჩიგოგიძე სახალხო განათლების მინისტრის ბრძანებით, თბილისის ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიის დირექტორად დაინიშნა.

   1919 წლის თებერვლის დამფუძნებელი კრების არჩევნებზე კენჭს იყრიდა სოციალისტ-რევოლუციონერთა სიით, თუმცა მანდატი ვერ მოიპოვა. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1918-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1921-)

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

გააზიარე: