The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ოლია ოკუჯავა

ოლია ოკუჯავა
ოფიციალური სახელი:ოლღა სტეფანეს ასული ოკუჯავა
დაბადების თარიღი:1888
გარდაცვ. თარიღი:11 სექტემბერი, 1941  (53 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:უცნობია (დახვრეტილი)
კატეგორია:პედაგოგი, რეპრესირებული, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   ოლღა ოკუჯავა დაიბადა 1888 წელს ქუთაისში, სტეფანე ოკუჯავასა და ელისაბედ პერემუშევას ოჯახში.

  1912 წელს სწავლობდა ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზიაში, სადაც გალაკტიონ ტაბიძე გაიცნო.

   1913 წლიდან ჭიათურის ქალთა გიმნაზიაში მასწავლებლად მუშაობდა.

   1913 წლიდან ოლია ოკუჯავა "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ჭიათურის განყოფილების ნამდვილი წევრი გახლდათ და ჩართული იყო საზოგადოების საქმიანობაში.

   1916 წელს ცოლად გაჰყვა გალაკტიონ ტაბიძეს და იმავე წელს სასწავლებლად მოსკოვში გაემგზავრნენ. ცნობილია, რომ მოსკოვში ოლღა ოკუჯავა გახდა პარტიის წევრი.

    1929 წელს ოლღა ტროცკიზმში დაადანაშაულეს და  სამი წლის ვადით უზბეკეთში გადაასახლეს. გადასახლების შემდეგ, 1932 წელს, საქართველოში დაბრუნდა.

    1936 წელს ოლღა ოკუჯავა მეორედ დააპატიმრეს  და ორიოლის ოლქში გადაასახლეს.

    1941 წლის სექტემბერში სსრკ-ის უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ ოლღა ოკუჯავას სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა მიუსაჯა და სამ დღეში 157 პოლიტპატიმართან ერთად ქალაქ ორიოლთან, მედვედის ტყეში დახვრიტეს.

   1956 წლიდან, როცა ხრუშჩოვის მთავრობამ რეპრესირებულთა რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო, ოლღაც რეპრესირებულთა სიაში მოხვდა და 1957 წელს გალაკტიონ ტაბიძეს ეს ამბავი წერილით შეატყობინეს, თუმცა პოეტს მისი დახვრეტის შესახებ არაფერი უთხრეს.

    ოლღას ჰყავდა სამი ძმა: მიხეილი, ნიკოლოზი და შალვა. უკანასკნელი  ცნობილი საბჭოთა პოეტისა და მუსიკოსის ბულატ ოკუჯავას მამა გახლდათ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ჭიათურის განყოფილების ნამდვილი წევრი (1913-)

გააზიარე: