The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



კონსტანტინე იოსების ძე ძნელაძე

კონსტანტინე იოსების ძე ძნელაძე
Date of birth:18??
Category:Engineer, Public Figure, Entertainer

Biography

   კონსტანტინე ძნელაძის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღი უცნობია.

   კონსტანტინე გახლდათ გამორჩეული წევრი ხაშურის ქართული დრამატული წრისა. მისი აქტიური მონაწილეობით შედგა ხაშურის ქართული დრამატული წრე სათანადო წესდებით. ძნელაძის თავგამოდებული მეცადინეობით წრე სისტემატურად მართავდა წარმოდგენებს.

    1914 წელს ძნელაძე არჩეულ იქნა გამგეობის თავმჯდომარედ, რომელმაც ხაშურის დრამატულ წრეს მოუპოვა და საგანგებო სცენით და სხვა ხელსაწყოებით მოუწყო საკუთარი თეატრი, რამაც ძლიერ ხელი შეუწყო ამ რეგიონში სასცენო ხელოვნების განვითარებას.

   1915 წლიდან კონსტანტინე გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ხაშურის განყოფილების ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.

   კონსტანტინეს თაოსნობითა და ხაშურის დრამატული წრის ხელმძღვანელობით სოფელ ზემო გომსა და მის ახლომახლო სოფლებში იაფფასიანი სახალხო წარმოდგენები გაჩაღდა, შედგა წარმოდგენების მმართველი კომიტეტი, რომლის წევრები იყვნენ: ვ. ბაგრატიონ-დავითიშვილი, კვალიაშვილი, კაველაშვილი, შანშიაშვილი, კეკელიძე, გოგავა, მოსიაშვილი და სელვესტოვი. 1915 წელს მათ პირველი წარმოდგენაც გამართეს გომის სამეურნეო ამხანაგობის ფართო შენობაში.

   კონსტანტინე ძნელაძე, რომელიც პროფესიით რკინიგზის ინჟინერი გახლდათ, ყველა ამ საქმეში სრულიად უფასოდ და უანგაროდ მუშაობდა.

Member of Organizations

  • ხაშურის დრამატული წრე, გამგეობის თაჯდომარე
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ხაშურის განყოფილების გამგეობის წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ხაშურის განყოფილების ნამდვილი წევრი (1915-)

Bibliography


Share: