The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ნიკოლოზ ივანეს ძე სიხარულიძე

ნიკოლოზ ივანეს ძე სიხარულიძე
სხვა სახელი:ნიკო გურული
დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:1924
კატეგორია:მწერალი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

    ნიკოლოზ სიხარულიძის დაბადების თარიღი უცნობია.

   1990-იან წლებში, ჯერ კიდევ 12 წლისა გამოვიდა სცენაზე.

   1905 წელს ქართლის სოფლებში გლეხთა შორის აგიტაცია-პროპაგანდას ეწეოდა თვითმპყრობელობისა და თავადაზნაურობის წინააღმდეგ, რომლის გავლენითაც გლეხობამ მთავრობის დაწესებულებანი მიანგრ-მოანგრია, თავადაზნაურებს ბოიკოტი გამოუცხადა და წითელი რაზმი შეადგინა თავადაზნაურთა შავი რაზმის წინააღმდეგ.

   ნიკოლოზ სიხარულიძე გახლდათ მტკიცე ხასიათის, ხალხური ენით მოლაპარაკე და მსმენელებზე ჯადოსნური გავლენას ახდენდა.

   1917 წლის რევოლუციის შემდეგ შექმნა მუშათა და გლეხთა ხაშურის გვარდია, რომელიც საქართველოს მტრების წინააღმდეგ ბრძოლასა და ანარქიის ჩაქრობაში ყველგან აქტიურად მონაწილეობდა. ამ გვარდიის შტაბის თავმჯდომარეთავად გახლდათ. ამავე გვარდიასთან ჩამოაყალიბა მუსიკის გუნდი, რომელიც უფასო კონცერტებს მართავდა დაბა-სოფლებში და აგრეთვე სცენისმოყვარეთა წარმოდგენების დროსაც მონაწილეობდა.

   ნიკოლოზ სიხარულიძე ცნობილი იყო, როგორც ნიჭიერი, დამსახურებული სცენისმოყვარე-მსახიობი და რეჟისორი. თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებშიაც, – წერდა მოთხრობებს და რეცენზიებს, წერილებს საზოგადოებრივ-საკულტურო და სხვა საკითხების შესახებ.

   1914 წელს, როგორც ქართლის წარმომადგენელი, ესწრებოდა საქართველოს „სცენის მოღვაწეთა პირველ ყრილობას“.

   ნიკოლოზ სიხარულიძე გარდაიცვალა 1924 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ხაშურის განყოფილების ნამდვილი წევრი (1916-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: