Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
ნიკოლოზ ივანეს ძე სიხარულიძე![]()
Biographyნიკოლოზ სიხარულიძის დაბადების თარიღი უცნობია. 1990-იან წლებში, ჯერ კიდევ 12 წლისა გამოვიდა სცენაზე. 1905 წელს ქართლის სოფლებში გლეხთა შორის აგიტაცია-პროპაგანდას ეწეოდა თვითმპყრობელობისა და თავადაზნაურობის წინააღმდეგ, რომლის გავლენითაც გლეხობამ მთავრობის დაწესებულებანი მიანგრ-მოანგრია, თავადაზნაურებს ბოიკოტი გამოუცხადა და წითელი რაზმი შეადგინა თავადაზნაურთა შავი რაზმის წინააღმდეგ. ნიკოლოზ სიხარულიძე გახლდათ მტკიცე ხასიათის, ხალხური ენით მოლაპარაკე და მსმენელებზე ჯადოსნური გავლენას ახდენდა. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ შექმნა მუშათა და გლეხთა ხაშურის გვარდია, რომელიც საქართველოს მტრების წინააღმდეგ ბრძოლასა და ანარქიის ჩაქრობაში ყველგან აქტიურად მონაწილეობდა. ამ გვარდიის შტაბის თავმჯდომარეთავად გახლდათ. ამავე გვარდიასთან ჩამოაყალიბა მუსიკის გუნდი, რომელიც უფასო კონცერტებს მართავდა დაბა-სოფლებში და აგრეთვე სცენისმოყვარეთა წარმოდგენების დროსაც მონაწილეობდა. ნიკოლოზ სიხარულიძე ცნობილი იყო, როგორც ნიჭიერი, დამსახურებული სცენისმოყვარე-მსახიობი და რეჟისორი. თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებშიაც, – წერდა მოთხრობებს და რეცენზიებს, წერილებს საზოგადოებრივ-საკულტურო და სხვა საკითხების შესახებ. 1914 წელს, როგორც ქართლის წარმომადგენელი, ესწრებოდა საქართველოს „სცენის მოღვაწეთა პირველ ყრილობას“. ნიკოლოზ სიხარულიძე გარდაიცვალა 1924 წელს. Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |