შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
მინადორა დიმიტრის ასული გერსამია![]()
ბიოგრაფიამინადორ(მინა) დიმიტრის ასული გერსამია დაიბადა აბაშაში, სარკინიგზო ინჟინრის, დიმიტრი გერსამიას და ეკატერინე წერეთლის ოჯახში 1885 წელს. პატარა მიაბარეს ქუთაისის გიმნაზიაში. შემდეგ მისი მამა გაყვა რკინიგზის მშენებლობას ბაქომდე და გიმნაზია დაამთავრა ბაქოში. იქ გაიცნო მომავალი მეუღლე ანტონ ნესტორის ძე გოცირიძე და 1914 წელს გადმოვიდნენ საცხოვრებლად ჭიათურაში. შემდეგ, 1923 წელს გადმოვიდნენ თბილისში მეუღლესთან ერთად, სადაც წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებით იყო დაკავებული. 1938 წელს მეუღლის დაპატიმრების შემდეგ მუშაობა დაიწყო თბილისის რუსულ სკოლაში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. მიუხედავად იმისა რომ რუსული ენის ფანტასტიური მცოდნე გახლდათ, სახლში ერთ რუსულ სიტყვას ვერ გაიგებდით მისგან. ქართულ მეტყველებაში რუსული სიტყვების შერევის ენერგიული მოწინააღმდეგე გახლდათ და კარგი ქართულით საუბრობდა. 1958 წელს ლენინის ოქროს მედალი მიანიჭეს და მწუხარებით ამბობდა, მეუღლე გამიქრეს და იმის სამაგიეროდ მედალი მომცესო. გარდაიცვალა თბილისში 1963 წელს და დაკრძალულია კუკიის სასაფლაოზე. იყო ძალიან კეთილი და მშვიდი ხასიათის, დიდბუნებოვანი, საყვარელი ბებია. მისი შვილების ამბავი იხილეთ ანტონ გოცირიძის ბიოგრაფიაში.
რუსუდან მეგრელი ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |