The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



დავით ივანეს ძე ციცქიშვილი

დაბადების თარიღი:1869
გარდაცვ. თარიღი:1924  (55 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

    დავით ციცქიშვილი დაიბადა სავარაუდოდ 1869 წელს გორის რაიონის სოფელ ფხვენისში. იგი პროფესიით პედაგოგი იყო და ცხინვალში პირველი სკოლა მას დაუარსებია. უცნობია რამდენად სიმართლეს შეესაბამება, რომ იყო ცხინვალში მაზრის უფროსიცოლად ჰყავდა ნატალია სარალიძე, რომლის მამა ალექსანდრე სარალიძე იყო ახალციხეში პირველი გილდიის ვაჭარი. ჰყავდა 5 შვილი, ორი ვაჟი და სამი ქალიშვილი.

    დავით ციცქიშვილი 55 წლის ასაკში 1924 წელს დახვრიტეს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1911-)

საკონტაქტო ინფორმაცია

  • მისამართი:სოფელი ფხვენისი

გააზიარე: