The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ნიკოლოზ ზაქარიას ძე კეცხოველი

ნიკოლოზ ზაქარიას ძე კეცხოველი
Date of birth:1853
Date of death:1921  (at 68 years)
Burial location:სოფელი ტყვიავი
Category:Educator, Public Figure

Biography

    ნიკოლოზ კეცხოველი დაიბადა 1853 წელს გორის მაზრის სოფელ  ტყვიავში.

    ნიკოლოზმა გორის სასულიერო სასწავლებელში ჩააბარა და 1870-იანი წლებიდან ხალხოსნური მოძრაობის აქტიური წევრი გახდა. ავრცელებდა მთავრობის საწინააღმდეგო აკრძალულ ლიტერატურას, რაც მეფის ჟანდარმერიას უყურადღებოდ არ დარჩენია და ამის გამო სასწავლებლის მე-4 კლასიდან გაირიცხა.

   ნიკოლოზი თელავის მაზრის სოფელ ნაფარეულში წავიდა მასწავლებლად, მაგრამ აქ დიდხანს არ დარჩენილა და ისევ ტყვიავში, მამის სოფელში დაბრუნდა, სადაც ხალხოსნებთან კავშირი ისევ აღადგინა და მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.

   1870-1880 წლებში დიდ საგანმანათლებლო მუშაობას აწარმოებდა. როგორც ხალხოსანი, ჩაბმული იყო რევოლუციურ მოძრაობაში და კავშირი ჰქონდა რუს ნაროდნიკებთან.

   ნიკოლოზ კეცხოველი გახლდათ სანდრო, ლადო და ვანო კეცხოველების ძმა და სწორედ მათი გავლენით გაერთიანდა სოციალ-დემოკრატებში. პოლიტიკური საქმიანობისათვის მეფის მთავრობა ხშირად აპატიმრებდა.

   ტყვიავში ცხოვრების პერიოდში ნიკოლოზი სოფლის მეურნეობით დაინტერესდა, განსაკუთრებით კი მეხილეობით. პირველმა შემოიღო ქართლში საწარმოო მეხილეობა და ხილის ევროპული ჯიშების გავრცელების მიჰყო ხელი. თავად ამყნობდა, ნამყენს სოფლელებს, უმეტესად უფასოდ ურიგებდა, სათანადო ხელმძღვანელობას უწევდა ჯიშიანი ხეხილის გავრცელებას და ამისათვის მოაწყო სანერგე და ამრავლებდა სასურველი ჯიშის ნერგებს. კვირტებისათვის ზოგჯერ შორეულ მხარეშიც კი მიემგზავრებოდა ხოლმე, იწერდა საჭირო მასალას ყირიმიდან, საფრანგეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

    ნიკოლოზ კეცხოველი ქართლში ევროპული მეხილეობის შემოღებისა და გავრცელების ერთ-ერთი პიონერთაგანი იყო.

    ნიკოლოზ კეცხოველი გახლდათ ბიოლოგის, მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ნიკო კეცხოველის მამა.

   ნიკოლოზ კეცხოველი გარდაიცვალა 1921 წელს და დაკრძალულია სოფელ ტყვიავში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1911-)

Bibliography

Contacts Information

  • Home
    Address:სოფელი ტყვიავი

Share: