The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ევგენია სტანისლავის ასული სოღორაშვილი

ევგენია სტანისლავის ასული სოღორაშვილი
Date of birth:12 January, 1860
Date of death:October, 1938  (at 78 years)
Category:Interpreter, Educator, Public Figure

Biography

   ევგენია სოღორაშვილი დაიბადა 1860 წლის 13 იანვარს ქუთაისში.

   ევგენიამ დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია და 1887 წლიდან მასწავლებლობდა ხონში, ოზურგეთსა და ბათუმში.

   1899 წლიდან ევგენია გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.

   ბათუმში მუშაობის პერიოდში ახლო კავშირი ჰქონდა ბათუმის პირველ მარქსისტულ წრესთან და მუშათა შორის აგიტაცია-პროპაგანდას ეწეოდა. სრულიად უფასოდ ასწავლიდა ბათუმის ქარხნის მუშათა საკვირაო სკოლაში, რომელიც მოგვიანებით ჟანდარმერიამ დაკეტა. სამაგიეროდ, როცა ბათუმის ინტელიგენტთა ჯგუფმა, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოების“ სკოლასთან მეორე საკვირაო სკოლა გახსნა,  სოღორაშვილი აქაც ბეჯითად მეცადინეობდა მუშებთან, რის გამოც 1903 წელს ჟანდარმერიამ იგი ჯერ მასწავლებლობიდან დაათხოვნინა ბრალდებით - „მუშებს აჯანყებისათვის ამზადებსო“ და ბოლოს შეპყრობა დაუპირა, მაგრამ სოღორაშვილმა თავს საზღვარგარეთ გადახვეწით უშველა.

   ევგენია სოღორაშვილი რუსეთისა და საფრანგეთის სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში მუშაობდა. მას მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა საფრანგეთის სოციალისტებთან, დიდი გავლენითაც სარგებლობდა და ამ გავლენის მეოხებით, ქართველ ემიგრანტებს დიდ დახმარებას უწევდა.

   ევგენია სოღორაშვილი 1938 წელს ემიგრაციაში გარდაიცვალა.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1899-)

Bibliography


Share: