შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
მიხეილ ოქროპირის ძე ქემოკლიძე![]()
ბიოგრაფიამიხეილ ქემოკლიძე დაიბადა 1878 წელს რაჭის სოფელ თლუღში. მიხეილ ქემოკლიძე 1908 წლიდან გალდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ბათუმის განყოფილების წევრი. მან საკუთარი სახსრებით რაჭაში, მშობლიურ სოფელ თლუღში ააშენა წყარო „ქვასიპა“, გაიყვანა გზა, ყოველმხრივ ეხმარებოდა ადგილობრივ მოსახლეობას. ქემოკლიძე გახლდათ ბათუმის მკვიდრი, ფლობდა უძრავ ქონებას ბათუმსა და ციხისძირში, რომელიც საბჭოთა პერიოდში ჩამოართვეს, ხელმძღვანელობდა ბათუმის რადიომიმღების მშენებლობას, იღებდა მონაწილეობას ბათუმ-ართვინის, მურღულის გზების და ბათუმ-ტრაპიზონის რკინიგზის მშენებლობებში. მიხეილ ქემოკლიძე გარდაიცვალა 1942 წელს და დაკრძალულია ბათუმში. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |