The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



მიხეილ ოქროპირის ძე ქემოკლიძე

მიხეილ ოქროპირის ძე ქემოკლიძე
დაბადების თარიღი:1878
გარდაცვ. თარიღი:1942  (64 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ბათუმი
კატეგორია:ინჟინერი, მეცენატი

ბიოგრაფია

     მიხეილ ქემოკლიძე დაიბადა 1878 წელს რაჭის სოფელ თლუღში.

     მიხეილ ქემოკლიძე 1908 წლიდან გალდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ბათუმის განყოფილების წევრი. მან საკუთარი სახსრებით რაჭაში, მშობლიურ სოფელ თლუღში ააშენა წყარო „ქვასიპა“, გაიყვანა გზა, ყოველმხრივ ეხმარებოდა ადგილობრივ მოსახლეობას.

    ქემოკლიძე გახლდათ ბათუმის მკვიდრი, ფლობდა უძრავ ქონებას ბათუმსა და ციხისძირში, რომელიც საბჭოთა პერიოდში ჩამოართვეს, ხელმძღვანელობდა ბათუმის რადიომიმღების მშენებლობას, იღებდა მონაწილეობას ბათუმ-ართვინის, მურღულის გზების და ბათუმ-ტრაპიზონის რკინიგზის მშენებლობებში.

    მიხეილ ქემოკლიძე გარდაიცვალა 1942 წელს და დაკრძალულია ბათუმში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი (1908-1917)

გააზიარე: