The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ვასილ გიორგის ძე ფავლენიშვილი

ვასილ გიორგის ძე ფავლენიშვილი
დაბადების თარიღი:26 დეკემბერი, 1854
გარდაცვ. თარიღი:22 იანვარი, 1918  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

  ვასილ ფავლენიშვილი დაიბადა 1854 წლის 26 დეკემბერს.

  1878 წელს სანკტ-პეტერბურგის იუნკერთა ქვეითი სკოლა დაამთავრა.

  1877-1878 წლებში რუსეთ-თურქეთის ომში პრაპორშჩიკის ჩინით იღებდა მონაწილეობას.

  1879 წელს მიიღო პროპორშჩიკის წოდება.

  1894 წელს გახდა შტაბს-კაპიტანი.

  1904 წლიდან იყო პოდპოლკოვნიკი.

  1905-1911 წლებში კავკასიის მსროლელთა მე-5 პოლკში მსახურობდა, ხოლო შემდეგ შემახის 265-ე ქვეით პოლკში.

  1914-1918 წლებში,  I მსოფლიო ომის დროს კავკასიის ფრონტზე კავკასიის მე-9 ქვეითი პოლკის შემადგენლობაში იბრძოდა. 

  1916 წლის აგვისტოს ბრძოლებში სოფელ გულდართან ოგნოტის ოპერაციის დროს გამოიჩინა თავი, რისთვისაც წმინდა გიორგის ოქროს იარაღით „მამაცობისათვის“ დაჯილდოვდა. ამავე ბრძოლაში მძიმედ დაიჭრა.

  1915 წლიდან ვასილ ფავლენიშვილი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ცხინვალის განყოფილების წევრი.

  1917 წლიდან კავკასიის შტაბში მსროლელი პოლკის პოლკოვნიკის რეზერვში იმყოფებოდა.

  ფავლენიშვილს ჰყავდა მეუღლე ნინო ერისთავი და ოთხი ქალიშვილი.

   ვასილ ფავლენიშვილი გარდაიცვალა 1918 წლის 22 იანვარს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ცხინვალის განყოფილების წევრი (1915-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1916 - წმინდა გიორგის ოქროს ხმალი
    მამაცობისთვის
  • 1916 - რუსეთის იმპერიის არმიის პოლკოვნიკი
  • 1916 - წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი ბანტითა და ხმლით
  • 1911 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • წმინდა ანას II ხარისხის ორდენი

გააზიარე: