The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



კონსტანტინე (კოწია) დავითის ძე ერისთავი

კონსტანტინე (კოწია) დავითის ძე ერისთავი
დაბადების თარიღი:16 აპრილი, 1859  (165 წლის)
დაკრძალვის ადგილი:უცნობია
კატეგორია:მწერალი, საზოგადო მოღვაწე, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

   კონსტანტინე ერისთავი დაიბადა 1859 წელს გურიის სოფელ ბირკნალში თავადიშვილების ოჯახში. ბებია - ნინო დადიანი გიორგი XIII ასული გახლდათ. ძველი ადათის თანახმად, აღსაზრდელად შეძლებული აზნაურის ბ. ბერიძის ოჯახში მიაბარეს. იმავე ადათით ბერად იქნა შეწირული. წერა-კითხვა წმ. იოანე ნათლისმცემლის უდაბნოს წინამძღვარმა შეასწავლა და ვინაიდან, სწავლის დიდი უნარი გამოიჩინა, ბერობას ააცდინეს და 12 წლისა ქუთაისში, ცნობილი ფრანგის, ტურესის პანსიონში მიაბარეს.

   1873  წელს პეტერბურგში გაემგზავრა და პაჟთა კორპუსის მე-4 კლასისთვის გაკვეთილებს იღებდა სტუდენტი გ. ზდანოვიჩისგან, მაგრამ პეტერურგის მძიმე ჰავა ვერ აიტანა და ავსტრიაში წავიდა, სადაც წელიწადნახევარი დაჰყო და 1877 წელს სამშობლოში დაბრუნდა. ამ დროს რუსეთ-ოსმალეთის ომი გამოცხადდა და კონსტანტინე ერისთავი მოხალისედ  ჩაეწერა ქუთაისის ცხენოსანთა რაზმში. ომის შემდეგ ბათუმის ოლქში დარჩა სამხედრო სამსახურში, სადაც ქართველ მუსლიმთა ასეული ებარა.

   კონსტანტინე ერისთავმა მწერლობა 1878 წლიდან დაიწყო. სხვათა შორის მის კალამს ეკუთვნის ხალხში გავრცელებული ლექსი „ ერთხელ ვიხილე ბაღში ყვავილი“. მისი პიესები დაიდგა თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის სცენებზე. გამოქვეყნებულია მისი რამდენიმე დრამატული პიესა.

   1895 წელს კონსტანტინე ერისთავი არჩეული იქნა გურიის თავადაზნაურთა მარშლად დაჯილდოებული იყო გიორგის ჯვრითა და სხვა ჯილდოებით. მიუხედავდ ამისა, რევოლუციონერებს მფარველობდა და ყველანაირად ხელს უწყობდა. მასთან ხშირად თავს აფარებდნენ მთავრობისგან დევნილი ადამიანები. ამიტომ გუბერნატორი მას პოლიტიკურად არასაიმედოდ თვლიდა და მისი საპატიო მოსამართლედ დამტკიცების წინააღნდეგი წავიდა.

   კონსტანტინე ერისთავი 1917 წლამდე იყო მარშლის თანამდებობაზე და ყველა საზოგადოებრივ-კულტურულ საქმიანობაში იღებდა მონაწილეობას. მისი ხელშეწყობითა და მზრუნველობით გაიხსნა სკოლები, წიგნსაცავ-სამკითხველოები, საავადმყოფო და სხვა მნიშვნელოვანი დაწესებულებები. მისი თაოსნობით ქუთაისში „ქართული დრამატული საზოგადოება“ დაარსდა, რომლის გამგეობის თავმჯდომარეც 1907-1909 წლებში თავად გახლდათ და სათეატრო საქმის განვითარებას ყოველმხრივ ეხმარებოდა. მისივე თანხებით დაიბეჭდა საზოგადოების წესდებაც. 

   გასაბჭოების შემდეგ, რევოლუციური პარტიის წინაშე დამსახურებისათვის, საბჭოთა ხელისუფლებამ ჩამორთმეული მამულის საფასურიც კი გადაუხადა. ახალგაზრდობაში კონსტანტინე მხატვრობით იყო გატაცებული, ხოლო ხანში შესულმა კინოშიც მიიღო მონაწილეობა და ფილმ „ჯანყი გურიაში“ ბატონიშვილის როლი შეასრულა.

   კონსტანტინე ერისთავის გარდაცვალების თარიღი უცნობია.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი (1899-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: