The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ანთიმოზ ექვთიმეს ძე მაისურაძე

ანთიმოზ ექვთიმეს ძე მაისურაძე
დაბადების თარიღი:10 იანვარი, 1888
გარდაცვ. თარიღი:29 ოქტომბერი, 1953  (65 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:რაჭა, სოფელი ჩორდი
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

   ანთიმოზ მაისურაძე დაიბადა 1888 წლის 10 იანვარს ქუთაისის გუბერნიის სოფელ წედისში მღვდლის ოჯახში. მის აღზრდაში დიდი წვლილი შეიტანა ბაბუამ, ქვედის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მღვდელმა მაქსიმე გოგრიჭიანმა. 1905 წლიდან ანთიმოზი სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც მეხუთე კურსიდან სწავლას თავი დაანება, რადგან 1910 წლიდან მამა მაქსიმე პენსიაში გავიდა და მისივე თხოვნითა და რეკომენდაციით, იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) ახალგაზრდა ანთიმოზი 1910 წლის 26 სექტემბერს დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 2 ოქტომბერს მღვდლად დაასხა ხელი და ბაბუის ადგილზე დანიშნა.

    1912 წლის 14 ოქტომბრიდან, მამის გარდაცვალების შემდეგ, დიაკვანი ანთიმოზი ცხმორის გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაში გადავიდა და 1913 წლის 8 მარტს ბაჯიხევის სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.

    1914 წლიდან იგი "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ონის განყოფილების წევრი გახლდათ და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების მუშაობაში.

    კომუნისტური ხელისუფლების მიერ დევნილი დიაკვანი იძულებული გახდა ღვთისმსახურება შეეწყვიტა და ანაფორა გაეხადა. ოჯახის გამოსაკვებად მან ქალაქ ონში რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად დაიწყო მუშაობა. ჰყავდა მეუღლე პელაგია ლუკას ასული კობერიძე და შვილები: მარიამი, მარგალიტა, თამარი, პეპელა, ვახტანგი, შურა და ნოდარი.

   დიაკვანი ანთიმოზი გარდაიცვალა 1953 წლის 29 ნოემბერს და დაკრძალულია სოფელ ჩორდში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ონის განყოფილების წევრი (1914-)

გააზიარე: