კოლექციები
25
თებერვალი
2015 წელი
25 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში გაიხსნება აფხაზური კუთხე, სადაც განთავსდება ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული აფხაზური ლიტერატურა და პერიოდიკა. კუთხის გახსნა აფხაზური ენის, მწერლობის, კულტურისა და ისტორიის შესწავლისა და კვლევის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
24
თებერვალი
2015 წელი
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა კომპანია „ჯეოსელსა“ და ბანკ „რესპუბლიკასთან“ პარტნიორობით ჩაატარებს ლიტერატურული ესსეების კონკურსს „წიგნიერი“. კონკურსში მონაწილეობა მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებს შეეძლებათ. „წიგნიერის“ მთავარი მიზანია კითხვის პოპულარიზაცია და სკოლის მოსწავლეების წახალისება.
20
თებერვალი
2015 წელი
21 მარტამდე, ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში ჩაირთო საერთაშორისო საგანმანათლებლო მედიაჯგუფების - "Infobase Learning" და ”Films Media Group" - მონაცემთა ბაზები. ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტის, სახელმწიფო მრჩევლისა და საზოგადო მოღვაწის, ბილ მოიერსის პროგრამის ფარგლებში მომზადებული ვიდეოლექციები და სახელმძღვანელოები სხვადასხვა დარგის სპეციალისტთა, პედაგოგთა და სტუდენტთა ჯგუფური, თუ ინდივიდუალური სწავლებისთვის იქმნება. სასწავლო პროგრამები შექმნილია აღიარებული პროდიუსერების მიერ, საგანმანათლებლო და კულტურის ორგანიზაციებისთვის.
   


ბმულები
სამუშაო საათები
 
 
Library Live Help
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2015
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ