Georgian Font


ბიბლიოთეკა მუშაობს 
ყოველდღე 9:30–20
:00







 


 
  | ႫႧႠႥႠႰႨ | ႡႨႡႪႨႭႧႤႩႨႱ ႸႤႱႠႾႤႡ | ႴႭႬႣႤႡႨ ႣႠ ႩႭႪႤႵႺႨႤႡႨ | E–ႰႤႱႳႰႱႤႡႨ | ႧႠႬႠႫႸႰႭႫႪႭႡႠ | ႡႫႳႪႤႡႨ |

"ევროპის ბიბლიოთეკის" ვებ გვერდი განახლებულია

17 თებერვლიდან ევროპის ბიბლიოთეკას ახალი ვებ გვერდი აქვს. www.TheEuropeanLibrary.org–ზე შესულს საშუალება ეძლევა, ისარგებლოს ყველა სფეროს სასწავლო და საკვლევი მასალებით ევროპის 38 ეროვნული ბიბლიოთეკიდან. ამჟამად ევროპელი მომხმარებლისთვის ვებ გვერდზე მუშაობა შესაძლებელია თავის მშობლიურ ენაზე, მათ შორის, ქართულადაც.

ახალი პორტალის შექმნისას გათვალისწინებული იყო კვლევის შედეგები, საიდანაც გამოჩნდა, რომ მომხმარებლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საიტზე მშობლიურ ენაზე მუშაობის საშუალება არის. შედეგად დღეს პორტალზე ნავიგაცია და დამხმარე მასალების ("ხშირად დასმული კითხვები", "მომხმარებლის გზამკლევი") გაცნობა 22 ევროპულ ენაზეა შესაძლებელი.

როგორც კვლევებიდან გამოჩნდა, მომხმარებლისთვის საინტერესოა საიტის დამატებითი შემოთავაზებებიც. მაგალითად, ელექტრონული გამოფენები, სადაც წარმოდგენილია ექსპონატები ეროვნული ბიბლიოთეკების კოლექციებიდან. ერთ–ერთი უკანასკნელი ასეთი გამოფენა მიეძღვნა ნაპოლეონის წარმოებულ ომებს. ესპანეთის, პორტუგალიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიის, დანიის, ნიდერლანდებისა და სერბეთის ეროვნული ბიბლიოთეკებიდან გამოიფინა ორასზე მეტი რარიტეტული ექსპონატი.

აქ თავი მოიყარა ისეთმა უნიკალურმა მასალამ, როგორიცაა საფრანგეთის კონსტიტუციის ფერადი ლითოგრაფია (1814), ფრანცისკო დე გოიას გრაფიკული ჩანახატები და სამხედრო რუკები, რომლებიც გვიჩვენებს, როგორ გეგმავდა ნაპოლეონი თავის თავდასხმებს.

 



 


2010-07-19 18:47 - გამოფენა–კონცერტი ეროვნულ ბიბლიოთეკაში
2010-07-15 16:32 - ინფორმაციის მენეჯერებს სერტიფიკატები გადაეცათ
2010-07-12 15:58 - ბეჭდური არქივის ციფრულ კოლექციას დაემატა ახალი წიგნები
2010-07-06 15:49 - ”დასურათებული ამერიკა” ეროვნულ ბიბლიოთეკაში
2010-07-05 14:13 - ჰილარი კლინტონი ეროვნულ ბიბლიოთეკაში

 
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის მიერ (NCTEAM)