ბიბლიოთეკის აქციები

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ქვეყნის მთავარი წიგნსაცავია. მისი ფონდები მუდმივად ახლდება ახალი ლიტერატურით, მაგრამ არის გამოცემები, რომლებიც ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში არ ინახება. ეროვნული ბიბლიოთეკა მოუწოდებს ყველა მსურველს, ბიბლიოთეკას გადასცეს წიგნები და ამით დაეხმაროს მას ფონდების შევსებაში. 

აქციის ფარგლებში ყოველკვირეულად დასახელდება ხუთი წიგნი, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში არ ინახება ან არასაკმარისი რაოდენობითაა. ამ წიგნების მპოვნელი სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდება. 

აქციის მიმდინარეობის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ფეისბუკის გვერდზე "დააბინავე წიგნები ეროვნულ ბიბლიოთეკაში" - https://www.facebook.com/daabinavetsignebierovnulbibliotekashi

შემოგვიერთდით და ერთად გავამდიდროთ ეროვნული საგანძური.

 

ასრულებული აქციები:

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოში წიგნიერების ამაღლების, საგამომცემლო ბიზნესის ხელშეწყობისა და გამომცემლობების, წიგნის გამავრცელებლების უკეთ გაცნობის მიზნით2012-2013 წლებში მიმდინარეობდა შემდეგი აქციები:

1.ეროვნული ბიბლიოთეკის ყოველ მეხუთასე ახალდარეგისტრირებულ მკითხველს გადაეცა სპეციალურად ამ მიზნისთვის გამომცემლის ან წიგნის გამავრცელებლის მიერ ნაჩუქარი წიგნიხილეთ:  აქციის ფარგლებში გაცემული საჩუქრები 
2.
 ეროვნული ბიბლიოთეკის ყოველი მეათასე ახალდარეგისტრირებული მკითხველი მხატვარ-კარიკატურისტმა ზაალ სულაკაურმა დახატა.
3. 2012 წელს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ყოველ მეორასე ახალდარეგისტრირებულ მკითხველს გადაეცა Lit.ge-ს სადეპოზიტო ვაუჩერი, რომლითაც მას შეეძლო http://lit.ge/ საიტიდან შესაბამისი ღირებულების ელექტრონული წიგნის ჩამოტვირთვა, ხოლო ყოველმა მეათასე ახალდარეგისტრირებულმა მკითხველმა ხელშეკრულების თანახმად საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში გაიარა ზოგადი ფრანგული ენის კურსი 50 საათის ოდენობით.

 

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ