საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ISBN-ის, ISMN-ისა და ISSN-ის განყოფილება

ISBN – წიგნის საერთაშორისო სტანდარტული ნომერი.

ISMN – მუსიკალური გამოცემების საერთაშორისო სტანდარტული ნომერი.

ISSN – სერიული გამოცემების საერთაშორისო სტანდარტული ნომერი.

ISBN, ISMN და ISSN მსოფლიოში ცნობილია, როგორც, მექანიკურად საკითხავი საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც შეუცდომლად ახასიათებს ნებისმიერ გამოცემას.

ISBN, ISMN და ISSN არის აუცილებელი ინსტრუმენტი თანამედროვე დისტრიბუციისა და რაციონალიზაციის შესაძლებლობებისა წიგნის, მუსიკალური და პერიოდული გამოცემებით ვაჭრობაში. მხოლოდ ISBN-ის, ISMN-ისა და ISSN-ის მაჩვენებლებით შეიძლება დარეგულირდეს ნაბეჭდი ერთეულების უზარმაზარი რაოდენობა.

ISBN-ის, ISMN-ისა და ISSN-ის განყოფილება ISBN-ის და ISMN-ის საერთაშორისო სააგენტოსთან და ISSN-ის საერთაშორისო ცენტრთან შეთანხმებით გასცემს საერთაშორისო სტანდარტულ ნომრებს გამომცემლობებსა და ავტორ-გამომცემლებზე. განახორციელებს კონტროლს ნომრის მინიჭებასა და შენარჩუნებაზე, აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო ქსელის ორგანიზებასა და შემდგომ განვითარებაში, საერთაშორისო სააგენტოების სტანდარტების გაცნობაში.

გამომცემლობების და ავტორ-გამომცემელთა ამ პროცესში მონაწილეობა ხელს უწყობს მათ მიერ გამოცემული თითოეული ნაბეჭდი ერთეულის ჩართვას მონაცემთა საერთაშორისო სისტემაში.