Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
Home |
Search
Foreign Kartvelology originates from ancient times, while research work of Kartvelological issues dates back to XVII-XVIII centuries. The Georgian Language and Georgian literature with its rich traditions have been the research object of special interest to foreigners. Nowadays, Kartvelology Centers do large-scale and productive work, where Foreign Kartvelologists conduct scientific study of Georgian language and literature, history, culture, art etc. Their work is closely related to Georgia.
The database "Foreign Kartvelologists" aims to familiarize interested users with the biographies and work of foreigners whose merit in research of Georgian civilization is invaluable and popularize Kartvelological sciences |
ჰუგო შუხარდტი![]()
Biographyქართველოლოგიური კვლევის ისტორიაში განუზომელია ავსტრიელი მეცნიერის, გრაცის უნივერსიტეტის სახელგანთქმული პროფესორის - ჰუგო შუხარდტის ღვაწლი. ჰუგო ერნსტ მარიო შუხარდტი დაიბადა 1842 წლის 4 თებერვალს გერმანიაში, ქალაქ გოთაში. პატარა ჰუგო არისტოკრატულ ოჯახში იზრდებოდა. მომავალი მეცნიერი ბავშვობიდანვე გამორჩეული ყოფილა უცხო ენების ადვილად ათვისების განსაკუთრებული უნარით. გერმანიკული ენების გარდა, იცოდა კელტური, სლავური, რომანული ენები, ებრაული, არაბული, უნგრული, ბასკური... საფუძვლიანად შეუსწავლია კავკასიური ენები, მათ შორის, ძველი და ახალი ქართული, რომელიც, მისი აზრით, ნამდვილად არის "მეტად თავისებური, საინტერესო და მსოფლიო მეცნიერებისათვის საყურადღებო ენა". ჰუგო შუხარდტი ქართული ენით დაინტერესდა XIX საუკუნის 80–იანი წლების ბოლოს და სრულყოფილად დაუფლა მას. იგი ადვილად ერკვეოდა ქართული ენის სტრუქტურულ თავისებურებებში. მან პირველმა მიუთითა ზოგ ისეთ ენობრივ მოვლენაზე, რომელიც მაშინ თვით ქართველი სპეციალისტებისათვისაც კი უცნობი იყო. მაგალითად: აბრუპტივების (მკვეთრი თანხმოვნების) თავისებურება ქართულში, მახვილის ბუნება, მოქმედებითი ბრუნვის -ივ ნიშნიანი ვარიანტი, მოთხრობითი ბრუნვისა და გარდამავალი ზმნის რაობა (ერგატიული კონსტრუქცია), დიალექტებში -ყე ნაწილაკის გამოყენება ირიბი ობიექტის მრავლობითობის აღსანიშ-ნავად და ა.შ. 1895 წელს ვენაში გამოვიდა ჰუგო შუჰარდტის ორი ნაშრომი: „ქართული ენის შესახებ“ და „გარდამავალი ზმნის პასიური ხასიათის შესახებ კავკასიურ ენებში“. ჰუგო შუხარდტს საინტერესო მოსაზრებები აქვს გამოთქმული ქართველურ ენათა ნათესაობაზეც. ლინგვისტიკაში მანვე გაუკაფა გზა ტერმინს ”ქართველური ენები". ჰუგო შუჰარდტს პირადი ნაცნობობა ჰქონდა ევროპაში ჩასულ ქართველებთან, იწვევდა მათ გრაცში, ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიეღო მათგან საქართველოსა და ქართული ენის შესახებ. მას მიმოწრეა ჰქონდა ისეთ ცნობილ ქართველ მოღვაწეებთან და მეცნიერებთან, როგორებიც იყვნენ: ილია ჭავჭავაძე, პეტრე მელიქიშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, ალექსანდრე ხახანაშვილი, ნიკო მარი, ალექსანდრე ცაგარელი, მოსე ჯანაშვილი, ნოე ჟორდანია, ნიკო ღოღობერიძე, თედო სახოკია და სხები. მანდილოსანთა საზოგადოებაში ჰუგო მეტად პოპულარული იყო, მაგრამ მან ოჯახი არ შექმნა. თუმცა, უკვე ხანშიშესულს ერთი ჭკვიანი, მშვენიერი ქალი შეუყვარდა. მისმა უარმა ჰუგოზე ძლიერ იმოქმედა და კარგა ხანს ყველა საქმის მიმართ შრომისუუნარო გახდა. მოგვიანებით ჰუგო თავს იმშვიდებდა, კარგი ვქენი, რომ არ დავქორწინდი, მაშინ ხომ ვეღარ ვიმუშავებდი. მე არ შემეძლო იმავდროულად მეცნიერებისთვის მემსახურაო. ჰუგო შუხარდტს მეცნიერული ინტერესები უკანასკნელ ამოსუნთქვამდე არ განელებია. 1927 წლის 17 აპრილს (აღდგომას) საწოლს მიჯაჭვულმა ქართული მასალა გაგზავნა თბილისში გამოსაქვეყნებლად. 19 აპრილს, მან აკაკი შანიძეს გაუგზავნა საკუთარი, აკანკალებული ხელით ნაწერი ღია ბარათი, ასოები უკვე ვეღარ გამოჰყავდა კარგად და ნაწერი ბუნდოვანი და ძნელი ამოსაკითხია. ერთი რამ ცხადია – სიცოცხლის ბოლო წუთებში იგი ისევ ქართულზე ფიქრობდა... ჰუგო შუხარდტი გარდაიცვალა 1927 წლის 21 აპრილს. ანდერძის თანახმად, მას კრემაცია გაუკეთეს და მისი ფერფლი გრაცში საკუთარი ვილის – „მალვინას ვილის“ – კედელში ჩაატანეს. წყარო:
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |