შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება
საზღვარგარეთული ქართველოლოგია ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს, ხოლო ქართველოლოგიური საკითხების სპეციალური კვლევა XVII-XVIII საუკუნეებიდან იწყება. უცხოელთათვის განსაკუთრებით საინტერესო კვლევის ობიექტი ქართული ენა და მდიდარი ტრადიციების მქონე ქართული მწერლობაა. დღესდღეობით მასშტაბური და ნაყოფიერია უცხოეთის ქვეყნებში არსებული ქართველოლოგიური ცენტრების საქმიანობა, სადაც უცხოელი ქართველოლოგები სწავლობენ და მეცნიერულად იკვლევენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას... მათი მოღვაწეობა კი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან.
ბაზის "უცხოელი ქართველოლოგები" დანიშნულებაა დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს იმ უცხოელი მეცნიერების ბიოგრაფია და მოღვაწეობა, რომელთა ღვაწლი დიდია ქართული ცივილიზაციის კვლევის საქმეში და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართველოლოგიურ მეცნიერებებს. |
ჰაინც ფენრიხი![]()
ბიოგრაფიაჰაინც ფენრიხი დაიბადა 1941 წელს 10 იანვარს, გერმანიის სოფელ ჰამერში. იგი ერთერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ევროპაში, იმ მცირე რაოდენობის მეცნიერებს შორის, ვინც კავკასიოლოგია და ქართველოლოგია ინტერნაციონალურ მეცნიერებად გახადა. იგი 1960-1965 წლებში სწავლობდა იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტში, სადაც ცნობილი ქართველოლოგის, პროფ. გერტრუდ პეჩის ხელმძღვანელობით საფუძვლიანად დაეუფლა ქართველურ ენებს. 1967 წლიდან იგი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი, პროფესორ აკაკი შანიძის ხელმძღვანელობით. ჰაინც ფენრიხმა იენის უნივერსიტეტში 1965 წელს დაიცვა სადიპლომო, ხოლო 1969 წელს – საკანდიდატო ნაშრომი. 1971 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა მისი სადოქტორო ნაშრომის დაცვა. ჰაინც ფენრიხი 2006 წლამდე (პენსიის ასაკამდე) მუშაობდა იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტში, ხელმძღვანელობდა კავკასიოლოგიის დარგს. ასწავლიდა შემდეგ საგნებს: ახალი ქართული ენა, შესავალი ქართველურ ენებში, შესავალი კავკასიურ ენებში, კავკასიურ ენათა შესწავლის ისტორია, ქართული სალიტერატურო ენის ისტორია, ქართულიდან გერმანულზე თარგმნის პრაქტიკა, ქართული ენის სასაუბრო კურსი, ძველი ქართული ენა, ქართული ტოპონიმია, ქართველური ფუძე-ენის ლექსიკა, ქართველურ ენათა სხვა ენებთან დაკავშირების პრობლემატიკა, ხუნძური ენა, ანდური ენა, უდიური ენა, თაბასარანული ენა, აღულური ენა, საქართველოს მხარეთმცოდნეობა, ქართული ლიტერატურა, კავკასიოლოგიის აქტუალური პრობლემები, ეთნიკურ უმცირესობათა ვითარება საქართველოს რესპუბლიკაში, ქართული მითოლოგია, საქართველოს ისტორია, საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორია. ჰაინც ფენრიხი ერთადერთი უცხოელი ქართველოლოგია, ვინც ორჯერ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია – ერთხელ სამშობლოში, გერმანულ ენაზე, მეორედ კი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართულ ენაზე. ჰაინც ფენრიხის მიერ ათეული წლების მანძილზე ქართული ლიტერატურის მიმართულებით ჩატარებული კვლევითი საქმიანობის შედეგმა თავი მოიყარა მის წიგნებში „ქართული ლიტერატურა“, რომელიც 1981 წელს გამოიცა თბილისში: Fähnrich, H., Die georgische Literatur, Ein Überblick, Tbilisi: Sabtschota Sakartwelo 1981, ხოლო 1993 წელს აახენში: FäFähnrich, H., Georgische Literatur, Aachen: Shaker 1993. წიგნის მიზანია მოკლე მიმოხილვის სახით მკითხველს გააცნოს ქართული მწერლობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, წარმოაჩინოს ქართული მწერლობის შექმნისა და განვითარების ხანგრძლივი პროცესი, ფართოდ და საფუძვლიანად მიმოიხილოს თანამედროვე ლიტერატურა. ლაიპციგის ბიბლიოგრაფიის ინსტიტუტის მიერ 1977-80-იან წლებში გამოცემულ „უცხოენოვან მწერალთა ლექსიკონის“ სამტომეულში წარმოდგენილი „ქართული მონაკვეთი“ მაღალ პროფესიულ დონეზეა შესრულებული, რომლის ავტორია ჰაინც ფენრიხი. ჰაინც ფენრიხი მთარგმნელობით მუშაობასაც ეწეოდა. მან თარგმნა და გამოაქვეყნა სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა“ (1973), გიორგი კეჭაღმაძის „ჩემი პატარა ლანდი“ (1974), გრიგოლ აბაშიძის „ლაშარელა“ (1975) და „დიდი ღამე“ (1978), მიხეილ ჩიქოვანის მიერ დამუშავებული „თქმულება ამირანზე“ (1978), „ქართული ზღაპრების“ კრებული (1980), მანვე თარგმნა გალაკტიონ ტაბიძის „მთაწმინდის მთვარე“ და „დროშები ჩქარა“. ეს ორი ლექსი დაიბეჭდა ფრანგული ჟურნალის „რევიუ დე ქართველოლოჟის“ 1972 წლის 29-30 ტომებში. ჰაინც ფენრიხმა თარგმანს სტატიაც წაუმძღვარა, რომელშიც მოკლედ მიმოიხილა გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრება და შემოქმედება. ქართულ-საზღვარგარეთული ლიტერატურული ურთიერთობების ცნობილმა მკვლევარმა ს. თურნავამ ჰაინც ფენრიხის თარგმანების ორიგინალთან შედარებისას დაასკვნა, რომ საქმე გვაქვს თარგმნის ხელოვნების დიდ ოსტატთან, როგორც პოეზიის, ისე პროზის დარგში. იმისათვის, რომ ჰაინც ფენრიხი გერმანულ ენაზე ეთარგმნა „ლაშარელა“ საგანგებოდ შეუსწავლია საქართველოს ისტორია, გეოგრაფია, ორიგინალში წაუკითხავს „ქართლის ცხოვრება“, ქართველ მეცნიერთა ნაშრომები (ი. ჯავახიშვილი, ნ. ბერძენიშვილი, ს. ჯანაშია). 1978 წელს ჰაინც ფეინრიხმა ქ. იენაში დაარსა სამეცნიერო გერმანულენოვანი ჟურნალი „გეორგიკა“ და დღემდე უცვლელი რედაქტორია გერმანიის მხრიდან, საქართველოს მხრიდან იყო ჯერ შოთა ძიძიგური, შემდეგ – მარიამ ლორთქიფანიძე. 1986 წლიდან ჰაინც ფენრიხი სათავეში ედგა იენის უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტს, გერმანიაში ერთადერთ ინსტიტუტს კავკასიოლოგიაში რომელიც 1949 წელს ფერდინანდ ჰესტერმანმა დაარსა, შემდეგ ცნობილმა მკვლევარმა გერტრუდ პიჩმა ღირსეულად განაგრძო ეს საქმიანობა და ჰაინც ფენრიხის ემირიტირების შემდეგ დღეს არსებობას აგრძელებს. ჰაინც ფენრიხის სამეცნიერო მოღვაწეობის უმთავრესი მიმართულებაა ენათმეცნიერება, კერძოდ ქართული და ქართველური ენების მეცნიერული შესწავლა. ამ მიმართულებით ფუნდამენტური და ქართველური ენების სპეციალისტთათვის სამაგიდო წიგნია „ქართველურ ენათა ეტიმოლოგიური ლექსიკონი“, რომელიც არაერთგზის გამოიცა გერმანულ და ქართულ ენებზე პროფ. ზურაბ სარჯველაძესთან ერთად. 2007 წელს ჰაინც ფენრიხმა გამოსცა ამ შრომის შევსებული და გადამუშავებული ფუნდამენტალური წიგნი: Kartwelisches Etymologisches Wörterbuch von Heinz Fähnrich (Brill) Leiden, Boston 2007.იმავე წელს მან ტურისტებისთვის გამოაქვეყნა წიგნი Kulturland Georgien, რომელიც ვისბადენში გამოვიდა. მასში სვანეთის 138 სოფელია აღწერილი, რომელთა უმეტესობა მეცნიერს ფეხით აქვს შემოვლილი. ქართველოლოგიურმა მეცნიერებამ საჩუქრად მიიღო ჰაინც ფენრიხის ფუნდამენტური სქელტანიანი ნაშრომი „საქართველოს ისტორია“: Geschichte Georgiens von Heinz Fähnrich (Brill) Leiden, Boston 2010. საქართველოს ისტორიის მსგავსი სრული გამოცემა ევროპულ ენაზე აქამდე არ არსებობდა. იგი როგორც საქართველოს, ისე ზოგადად ორიენტალისტიკის სწავლებისთვის მეტად მნიშვნელოვანი შენაძენია. ნაშრომს აქვს სადა მიძღვნა: „ზურაბ სარჯველაძის ხსოვნას.“ ჰაინც ფენრიხი არის დაახლოებით 50 წიგნის და 200-მდე წერილის ავტორი. მას მინიჭებული აქვს შემდეგი ჯილდოები და საპატიო წოდებები: ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი, აკაკი შანიძის პრემია, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის ტიტული, მარი ბროსეს პრემია, საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრობა, ანტონ I ბაგრატიონის ოქროს მედალი. ჰაინც ფენრიხი დღემდე მრავალმხრივ მოღვაწეობას ეწევა გერმანიაში ქართული ენისა და კულტურის პროპაგანდის მიმართულებით. მისი მრავალი ათეული წიგნი მოიცავს ქართული კულტურის თითქმის ყველა სფეროს. წყარო: 1. ჩანტლაძე, ი. სვანური ენის შესწავლის ისტორია, თბ., 2017 2. ვარდოსანიძე, ც. ჰაინც ფენრიხი – ჟ. "ქართველოლოგი", 2011, №16 3. ღლონტი, ა. მოძღვრები, მეგობრები, შეგირდები, თბ., 1998 ნაშრომების სია 1. ფენრიხი, ჰ., ენათა გენეტური ნათესაობის დასაბუთების კრიტერიუმები და ადრინდელი საერთო-ქართველური ფუძეენის ძირეულ მორფემათა სტრუქტურის ზოგიერთი საკითხი, თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა 1978 2. ფენრიხი, ჰ. სარჯველძე, ზ. ქართველურ ენათა ეტიმოლოგიური ლექსიკონი - თბ. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1990. 3. ფენრიხი, ჰ., სარჯველაძე ზ., ქართველურ ენათა ეტიმოლოგიური ლექსიკონი, თბილისი: ორბელიანის სახ. უნივერსიტეტის გამომცემლობა 2000, 4. ფენრიხი, ჰ. ძველი ქართული ლიტერატურა : (თარგმნილია წიგნიდან-Die georgishe Literatur (Ein Uberblick), თბილისი, 1981), სსიპ ახალციხის ინ-ტი. - თბ., 2009 (ი.მ. "გოჩა დალაქიშვილი"). 5. Fähnrich, H., Die georgische Literatur, Ein Überblick, Tbilisi: Sabtschota Sakartwelo 1981 6. Fähnrich, H.,Kurze Grammatik der georgischen Sprache, Leipzig: Enzyklopädie 1986, 191 S.; მეორე და მესამე ტირაჟი 1987, 1993. 7. Nadareishwili, N., Babunashwili E., Fähnrich, H., Georgisch-Russisch-Deutsches Gesprächsbuch, Tbilisi: Ganatleba 1987 8. Fähnrich, H., An der silbernen Stirn der Erde, Reisen in Georgien, Aachen: Shaker 1993 9.Fähnrich, H., Georgische Literatur, Aachen: Shaker 1993. 10. Fähnrich, H., Geschichte Georgiens, Von den Anfängen bis zur Mongolenherrschaft, Aachen: Shaker 1993 11. Fähnrich, H., Georgische Schriftsteller, A-Z, Aachen: Shaker 1993 12. Fähnrich, H., Grammatik der altgeorgischen Sprache, Hamburg: Buske 1994 13. Fähnrich, H., Sardshweladse S., Etymologisches Wörterbuch der Kartwel-Sprachen, Leiden/New York/Köln: Brill 1995 14. Fähnrich, H.,Gedanken zur kartwelischen Rekonstruktion, Jena: FSU 1998 15. Fähnrich, H., Georgische Toponymie, Jena: FSU 1998 16. Fähnrich, H., Kleines Udisch-Deutsches Wörterverzeichnis, Jena: FSU 1999, 17. Fähnrich, H., Lexikon Georgische Mythologie, Wiesbaden: Reichert 1999, 18. Sardshweladse, S., Fähnrich, H., Altgeorgisch-deutsches Wörterbuch, Hamburg: Buske 1999 19. Fähnrich, H., Kartwelischer Wortschatz, Ergänzungen zum etymologischen Wörterbuch der Kartwelsprachen, Jena: FSU 2000 20. Fähnrich, H., Kleines Fachwortverzeichnis Sprachwissenschaft, Georgisch-Deutsch, Jena: FSU 2001 21. Fähnrich, H., Batsisch (Zowatuschisch) – Deutsches Wörterbuch, Jena: FSU 2001 22. Kadshaia O., Fähnrich, H., Mingrelisch-Deutsches Wörterbuch, Wiesbaden: Reichert 2001 23. Fähnrich, H., Kartwelische Wortschatzstudien, Jena: FSU 2002 24. Tschantladse, I., Babluani R., Fähnrich, H., Tscholurswanisch-Deutsches Verbenverzeichnis, Jena: FSU 2003, 25. Fähnrich, H., Kleine Schriften, Jena: FSU 2003 26. Fähnrich, H.: Zur kaukasischen Sprachverwandtschaft, Jena:FSU 2005, 27. Sardshweladse, S., Fähnrich, H., Altgeorgisch-Deutsches Wörterbuch, Leiden/Boston: Brill 2005 28. Fähnrich, H., Beiträge zur Kartwelologie, Jena: FSU 2005 29. Fähnrich, H., Kulturland Georgien, Kurzführer für Touristen. Wiesbaden: Reichert 2007 30. Fähnrich, H.,Kartwelisches Etymologisches Wörterbuch, Leiden/Boston: Brill 2007 31. Fähnrich, H., Linguistische Termini, Georgisch-Deutsch, Aachen: Shaker 2008 33. Fähnrich, H., Kartwelsprachen, Wiesbaden: Reichert 2008 34. Fähnrich, H., In den Bergen der Götter, Alte Glaubensvorstellungen, Überlieferungen und Bräuche bei den Georgiern des Kaukasus, Wiesbaden: Reichert 2009, 151 S. თარგმანები
2. Giorgi Ketschaghmadse, Der kleine Schatten, Deutsch von H. Fähnrich, Berlin: Neues Leben 1974. 3. Grigol Abaschidse, Lascharela, Deutsch von H. Fähnrich, Berlin: Rütten & Loening 1975. 4. Grigol Abaschidse, Die lange Nacht, Deutsch von H. Fähnrich, Berlin: Rütten & Loening 1978. 5. Das Buch vom Helden Amirani, Ein altgeorgischer Sagenkreis, Deutsch von H. Fähnrich, Leipzig/Weimar: Kiepenheuer 1978. 6. Georgische Märchen, Deutsch von H. Fähnrich, Leipzig Insel 1980. 7. Der Sieg von Bachtrioni, Sagen aus Georgien, Deutsch von H. Fähnrich, Leipzig/Weimar: Kiepenheuer 1984. 8. Märchen aus Swanetien, Deutsch von H. Fähnrich, Konstanz: Südverlag 1992. 9. Ein Wort zur rechten Zeit, Georgische Sprichwörter, Deutsch von H. Fähnrich, Aachen: Shaker 1994. 10. Lasische Märchen und Geschichten, Deutsch von H. Fähnrich, Aachen: Shaker 1995. 11. Märchen aus Georgien, Deutsch von H. Fähnrich, München: Diederichs 1995 12. Mingrelische Sagen, Deutsch von H. Fähnrich, Jena: FSU 1997. 13. Georgische Sagen und Legenden, Deutsch von H. Fähnrich, Blieskastel: Gollenstein 1998. 14. Chroniken der georgischen Königin Tamar, Deutsch von S. Sardshweladse und H. Fähnrich, Jena: FSU 1998, Aachen: Shaker 2004. 15. Mose Choneli, Amirandaredshaniani, Deutsch von S. Sardshweladse und H. Fähnrich, Jena: FSU 1999. 16. Abchasische Volksdichtung, Deutsch von H. Fähnrich, Jena: FSU 2000. 17. Giorgi Mertschule, Das Leben des Grigol von Chandsta, Deutsch von S. Sardshweladse und H. Fähnrich, Jena: FSU 2000. 18. Zwischen Felsen und Geschichten, Erzählungen aus Georgien, Deutsch von H. Fähnrich, Jena: FSU 2000, Aachen: Shaker 2004. 19. Mingrelische Märchen, Deutsch von H. Fähnrich, Jena: FSU 2001. 20. Giorgi Mzire, Das Leben des Giorgi Mtazmindeli, Deutsch von S. Sardshweladse und H. Fähnrich, Jena: FSU 2001. 21. Georgischer Wein, Kurzgeschichten vom Tschorochi bis zum Diklos Mta, Deutsch von H. Fähnrich, Jena: FSU 2001, Aachen: Shaker 2009.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |